უამინდობის ფენომენი Bora: სახანძრო-სამაშველო სამსახურში შაბათს დილიდან დღემდე 3 000-ზე მეტი ზარი შევიდა
უამინდობის ფენომენი Bora: სახანძრო-სამაშველო სამსახურში შაბათს დილიდან დღემდე 3 000-ზე მეტი ზარი შევიდა
3 024 მიაღწია ზარების რაოდენობამ, რომლებიც სახანძრო-სამაშველო სამსახურში შაბათს, 30 ნოემბრიდან დღემდე, დილის 06:00 საათამდე შევიდა.
უფრო კონკრეტულად კი გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ მიიღო:
- ცენტრალური მაკედონიიდან 1 660 ზარი, რომელთაგანაც საჭირო გახდა 1 039 შემთხვევაში ხეების მოჭრა, 50 შემთხვევაში სხვადასხვა ნივთებისგან ადგილის გაწმენდა, 45 შემთხვევაში წყლის ამოტუმბვა და 8 შემთხვევაში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ადამიანების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა
- კუნძული ლიმნოსიდან 115 ზარი დაფიქსირდა, რომელთაგანაც 60 შემთხვევაში წყლის ამოტუმბვა გახდა საჭირო, ხოლო 36 შემთხვევაში კი წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ადამიანების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.
- კუნშული ხიოსიდან კი 31 ზარი დაფიქსირდა, რომელთაგანაც 2 შემთხვევაში საჭირო გახდა ხეების მოჭრა, 14 შემთხვევაში წყლის ამოტუმბვა, ხოლო ასევე საჭირო გახდა 1 წყალდიდობისგან დაზარალებული პირის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.
Facebook Comments Box