Latest news
რომის პაპის დაკრძალვას საბერძნეთის პრემიერ მინისტრი მეუღლესთან ერთად ესწრება ილია: ძმა დას ყელში სწვდა და მოკვლით დაემუქრა  5 000-ზე მეტი მეხი ჩამოვარდა კრეტასა და როდოსზე ყველგან თან დამყავდა.. მინდა უკან დამიბრუნდეს ჩემი პატარა გოგო - აცხადებს 13 წლის გოგონას დედა, რომლ... როგორ და რატომ წაეკიდა ცეცხლი პაციენტს ოპერაციის დროს  მიწის ნაკვეთების სავალდებულო დასუფთავების ვადამ 15 ივნისამდე გადაიწია სალონიკი: მეტროსთან უპატრონოდ დატოვებულმა ჩემოდანმა აურზაური გამოიწვია მერყევი ამინდი საბერძნეთის ტერიტორიაზე კვირამდე შენარჩუნდება სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მიღებას იწყებს - სახანძრო სამსახურებს ახალი... საპირველმაისოდ ქალაქის ცენტრში მსვლელობები იგეგმება
კვირა, აპრილი 27, 2025
საბერძნეთიკრიმინალი

უფრთხილდით საქარე მინის საწმენდით ხელში მძარცველებს შუქნიშნებზე 

უფრთხილდით საქარე მინის საწმენდით ხელში მძარცველებს შუქნიშნებზე 

Newsauto-ს მიერ გამოქვეყნებული პირველი მამხილებელი სტატიის შემდეგ მძარცველებმა შეწყვიტეს მძღოლების დაყაჩაღება, თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, როცა ხალხმა სტატია მიივიწყა, მძარცველები ისევ დაუბრუნდნენ ჩვეულ “საქმიანობას”.

გახსენებთ მათი მოქმედების პრინციპებს, რათა თქვენც არ გახდეთ ქურდობისა და თაღლითობის მსხვერლი, მაშინ, როცა შუქნიშანზე მოთმინებით ელოდებით მწვანე შუქის ანთებას.

განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ კიფისოს გამზირზე და სხვა გვერდითი გზების წერტილებზე, საიდანაც მანქანები მიემართებიან სხვადასხვა რაიონებისკენ. 

როგორც Newsauto-ს მიერ გავრცელებული ფოტომასალადან ხედავთ, რამდენიმე კაციანი ჯგუფები შუქნიშანთან მომლოდინე გამვლელ მძღოლებს იღებენ სამიზნეში, უახლოვდებიან მანქანებს, მძღოლებზე ახდენენ ზეწოლას, რომ პრობლემა აქვთ შუშის საწმებდებს და თხოვენ რომ ადგილზე შეცვალონ. უამრავი მძღოლი, იმის შიშით რომ დაჯგუფებებმა პრობლემები არ შეუქმნან, თანხმდებიან შუშის საწმენდების შეცვლის შემოთავაზებას. 

ხშირად, დანაშაულებრივი დაჯგუფებები მძღოლებს უყვირიან რომ რაღაც პრობლემა აქვს მანქანის ცხვირს, მძღოლი გადმოდის შესამოწმებლად და მანამ სანამ მანქანას ამოწმებს ქურდები იღებენ მანქანიდან რაც კი ფასეულია. 

განსაკუთრებით დიდი პრობლემა იქმნება მაშინ, როცა მანქანის მძღოლები ქალები არიან და არ შეუძლიათ თაღლითებს წინააღმდეგობა გაუწიონ. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *