უქმნის თუ არა საფრთხეს ახალგაზრდებს TikTok-ის გამოწვევები (ჩელენჯები)
უქმნის თუ არა საფრთხეს ახალგაზრდებს TikTok-ის გამოწვევები (ჩელენჯები)
ახალი TikTok გამოწვევის მიხედვით ახალგაზრდები ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუ ვინ უფრო დიდხანს შეძლებს სუნთქვის შეკავებას.
აღნიშნული გამოწვევის მიღება სალონიკის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებსაც გადაწყვიტეს დღეს შუადღეს სკოლის ტერიტორიაზე. გაკვეთილებს შორის შესვენებაზე 14 წლის გოგონამ მის თანაკლასელებთან ერთად მიიღო მონაწილეობა TikTok გამოწვევაში. არასრულწლოვანს გამოწვევის დროს გული წაუვიდა. სკოლაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლის შემდეგ საჭირო გახდა გოგონას საავადმყოფოში გადაყვანა დამატებითი ანალიზების ჩასატარებლად. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გოგონა 24 საათს გაატარებს ექიმების დაკვირვების ქვეშ.
საქმეში ჩაერთვნენ სამართალდამცავი ორგანოებიც.
Facebook Comments Box