უცნობმა პირებმა მარუსისა და ნეა იონიის რესტორნებში ასაფეთქებელი მოწყობილობები მოათავსეს
უცნობმა პირებმა მარუსსა და ნეა იონიაში, ერთი და იგივე ქსელის ორ კვების ობიექტში ასაფეთქებელი მოწყობილობა მოათავსეს.
კერძოდ, პოლიციის ცნობით, დილის 4:30 საათის შემდეგ, მარუსში, ეგეოსის და ვერონას ქუჩების კვეთაზე მდებარე ქაბაბის(გირო) რესტორანში ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. აფეთქების შედეგად მაღაზიის შუშა ჩაიმტვრა, ხოლო მაგიდები და სავარძლები დაზიანდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ, კონკრეტულად 4.55 საათზე, ნეა იონიაში, ელეფთერიო ვენიზელოს 146 ნომერში მდებარე ამავე სახელწოდების ქაბაბის რესტორანში მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რამაც მაგიდის სავარძლები დააზიანა. ორივე შემთხვევაში პოლიციამ ბოთლებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ნაშთები აღმოაჩინა.
Facebook Comments Box