ფალაკროსა და პაიკო პელასში უკვე მესამე დღეა ხანძარს ვერ აქრობენ
ფალაკროსა და პაიკო პელასში უკვე მესამე დღეა ხანძარს ვერ აქრობენ
სახანძრო სამაშველო ბრიგადა თავდაუზოგავად მუშაობს და ცდილობს ფალაკროსა და პაიკოში გაჩენილი ხანძარი ჩააქროს.
ფალაკროში ხანძარი 17 ივლისს გაჩნდა და ნელ-ნელა დიდი მთის ტერიტორიას მოედო. ცეცხლი, რომელიც ხიონოტრიპას ტერიტორიიდან დაიწყო სიტნას რეგიონამდე გავრცელდა. დღევანდელი მონაცემებით ადგილზე 35 მეხანძრე, 3 ვერტმფრენი და 2 წყალმფრქვევი მუშაობს.
რაც შეეხება ხანძარს პაიკო პელასის მთაზე ცეცხლი 17 ივლისს ღამით გაჩნდა დიდი შტორმისა და ჭექაქუხილების შედეგად.
ადგილზე უკვე მესამე დღეა 21 მეხანძრე, ფეხით მოსიარულე ბრიგადა, 7 სახანძრო მანქანა და 1 ვერტმფრენი მუშაობს.
Facebook Comments Box