Latest news
კაცს, რომელიც მეუღლეს საჭმლის გამო დაესხა თავს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს ლექტორის მკვლელობაში ბრალდებულმა და მისმა სამმა თანამზრახველმა დანაშაული აღიარეს ლაკონია: ხანძრის გამო 2 დასახლების ევაკუაცია გახდა საჭირო  26 ივლისს თამთა სტავროს ნიარხოსის ცენტრში კონცერტს გამართავს რას გვთავაზობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი ახალი ცხელი ხაზი 1566 ფრანგმა ტურისტმა წყალში უმწეოდ დარჩენილი კატა დახრჩობას გადაარჩინა ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე 57 წლის ავტობუსის მძღოლმა, რომელიც ტურისტების ასაყვანად მიემართებოდა პატრა: თანამშრომლის კომპენსაციის გარეშე გათავისუფლების გამო პოლიციამ დამსაქმებელი ძებნაზე აიყვანა კაცმა ავტომანქანა ლიანდაგებზე დატოვა და ტოტალიზატორში სათამაშოდ შევიდა არასრულწლოვნების შორის სისხლიანი შელაპარაკების შედეგად ერთ-ერთი მათგანი დაშავდა
ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
Uncategorizedსაბერძნეთი

ფალირო: ავტომანქანა ტრამვაის ლიანდაგებზე შევარდა

ფალირო: ავტომანქანა ტრამვაის ლიანდაგებზე შევარდა

კარაისკაკის სტადიონთან ახლოს, ნეო ფალიროში ავტომანქანა შაბათს დილით ტრამვაის ლიანდაგებზე შევარდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტომანქანას 25 წლამდე ახალგაზრდა მართავდა და მის შეყვარებულთან ერთად. გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო ახალგაზრდამ საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზის მარჯვენა ზოლში გზის ჯებირებს შეეჯახა, 50 მეტრის მანძილზე გასრიალდა და ტრამვაის ლიანდაგებზე შევარდა. 

შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საგზაო პოლიცია და პირეას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. მანქანიდან ჯერ დაშავებული გოგონა გადმოიყვანეს, რომელიც შეჯახების შედეგად თავით საქარე მინას შეასკდა. მიუხედავად ამისა მან მაინც არ ისურვა საავადმყოფოში შესამოწმებლად გადაყვანა. საავადმყოფოში გადასვლაზე უარი განაცხადა მძღოლმაც.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, გამომდინარე იქიდან რომ ლიანდაგებზე მიმოფანტული იყო მანქანის ნაწილები, კერძოდ: საბურავები, დისკები და ა.შ. ტრამვაის ხაზზე გადაადგილება ამ დრომდე შეჩერებულია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *