Latest news
ნეოს კოზმოს: საცხობი ფერფლად იქცა ჩრდილოეთ მაკედონიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 პირი მძიმედ დაშავდა ექსპერტიზის შედეგად 21 წლის იოჰანის გარდაცვალების მიზეზი დადგინდა ტრაგედია კასტორიაში: მოხუცებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ავტოსაგზაო შემთხვევა კიფისოზე: 8 ავტომანქანის შეჯახების შედეგად 7 მგზავრი დაშავდა პოლიცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში - რა უნდა ვიცოდეთ  ამინდის უეცარი ცვლილება ორგანიზმზე შეიძლება ცუდად აისახოს მეტროსადგურ პერისოზე 21 წლის ბიჭი ძარცვის მცდელობისთვის დააკავეს სანაპიროებიდან ისევ მთიან კურორტებზე - ხვალიდან ტემპერატურა რადიკალურად იცვლება სამშაბათიდან ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს 
ორშაბათი, მარტი 17, 2025
საბერძნეთი

ფასდაკლებები: დღეს, კვირას მაღაზიები ღიაა

ათენის სავაჭრო პალატის მიერ განსაზღვრული გახსნის საათების მიხედვით, მაღაზიებს დღეს დილის 11 საათიდან საღამოს 4 საათამდე შეუძლიათ მუშაობა.

სავაჭრო ცენტრებისა და უნივერმაღების სამუშაო საათები განსხვავებული იქნება, ისინი გაიხსნება ერთსა და იმავე დროს (11:00), მაგრამ ღია იქნება 20:00 საათამდე

როგორც ESA-ს განცხადებაშია ნათქვამი-„წლევანდელი ზაფხულის გაყიდვების დაწყებიდან, იყო პროდუქციის ჭარბი მიწოდება, დიდი ფასდაკლებები და შესყიდვების გაზრდილი   ინტერესი და ამ მიზეზით ჩვენ მოვუწოდებთ მომხმარებლებს ისარგებლონ მართლაც დაბალი ფასებით,  დაფაროს მათი რეალური საჭიროებები”.

საბერძნეთის ვაჭრობისა და მეწარმეობის კონფედერაციის მითითებით გასულ ორშაბათს დაწყებული საზაფხულო გაყიდვებისთვის, ფასდაკლებით გაყიდული საქონლისა და მომსახურების ძველი და ახალი შემცირებული ფასის ჩამონათვალში თუ შემცირებული ფასია გათვალისწინებული ყველა გაყიდული საქონლის 60%-ზე მეტზე, საჭიროა მოწოდებული ფასდაკლების პროცენტის დემონსტრირება. ფასდაკლების პროცენტი მითითებული უნდა იყოს მაღაზიის ვიტრინაზე და ნებისმიერ სხვა კომერციულ კომუნიკაციაში.

იმ შემთხვევაში, თუ არსებობს  ფასდაკლების სხვადასახვა განაკვეთები პროდუქტის კატეგორიაში, მითითებული უნდა იყოს მოწოდებული ტარიფის დიაპაზონი („… %-დან … %-მდე“). თუმცა, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, მითითებული იქნება, რომ ფასდაკლება ვრცელდება შერჩეულ პროდუქტებზე, შესაბამისი პროცენტის მითითებით.

დაკლებული ფასის გამოთვლისა და ჩვენების გზა უნდა იყოს ჭეშმარიტი და არა არასწორი. ფაქტობრივად, მაღაზიის მფლობელებს აუდიტის შემთხვევაში უნდა შეეძლოთ დაამტკიცონ, რომ აბრაზე არსებული ძველი გასაყიდი ფასი შეესაბამება რეალობას.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *