ფერფლად იქცა ქარხანა, რომელში დამზადებულმა საკვებმაც მოსწავლეების მასობრივი მოწამვლა გამოიწვია
ფერფლად იქცა ქარხანა, რომელში დამზადებულმა საკვებმაც მოსწავლეების მასობრივი მოწამვლა გამოიწვია
კვირას დაახლოვებით 22:00 საათზე ცეცხლის ალში გაეხვა ლამიაში მდებარე ქარხანა. ხანძარმა შენობა ფერფლად აქცია, მიუხედავად სახანძრო-სამაშველო ძალების თავდაუზოგავი მუშაობისა. ადგილზე 40 მეხანძრე მუშაობდა, 18 სახანძრო მანქანითა და სპეციალური აღჭურვილობით, თუმცა მათ მაინც ვერ მოახერხეს ცეცხლის დამორჩილება. ხანძარი მალევე მოედო მთელს შენობას. განადგურებულია ავტომანქანებიც, რომლებიც ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰყავდათ გაჩერებულები.
საბედნიეროდ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ქარხანა გახვეული იყო მოსწავლეების ჯგუფური მოწამვლის სკანდალში.
კომპანიის წინააღმდეგ მოსწავლეების მშობლებს საჩივარი ჰქონდათ შეტანილი სასამართლოში.
Facebook Comments Box