Latest news
20 თებერვლიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი ვარი: ელექტროშოკის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა ვიოლანდა: აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების ადვოკატი განცხადებას აქვეყნებს დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ფთიოტიდა: მოხუცის საწყობიდან 200 ლიტრი ზეითუნის ზეთი მოიპარეს

ბოლო პერიოდში საბერძნეთში, ზეითუნის ზეთის საგრძნობლად გაძვირების პარალელურად, გაიზარდა ზეთის ქურდობის შემთხვევებიც.

ბოლო ინციდენტი მოხდა კუველა სტილიდასში, ფთიოტიდაში, სადაც უცნობმა პირებმა 200 ლიტრი ზეითუნის ზეთი მოიპარეს.

კერძოდ, ადგილობრივი პრესის ცნობით, ხუთშაბათს, დილით, უცნობი პირები შეიჭრნენ 79 წლის მამაკაცის სახლში და საწყობში, მაშინ, როდესაც ის სახლში არ იმყოფებოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ისინი ძირითადად ზეითუნის ზეთით იყვნენ დაინტერესებულნი, რადგან სახლიდან სხვა არაფერი წაუღიათ.

მათი „სამიზნე“ საწყობი იყო, საიდანაც 200 ლიტრი ზეითუნის ზეთი მოიპარეს. ისინი შლანგით და ვედროთი მომზადებულები მივიდნენ ადგილზე და ზეთი საკუთარ კონტეინერებში გადაასხეს, რაც მოწმობს, რომ იცოდნენ რას ეძებდნენ.

მომხდარის შესახებ ეცნობა ადგილობრივ პოლიციას, რომელმაც წინასწარი გამოძიება დაიწყო.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *