ფთიოტიდა: სანაპიროზე ახალგაზრდებს შორის ჩხუბი ატყდა
ფთიოტიდა: სანაპიროზე ახალგაზრდებს შორის ჩხუბი ატყდა
სტილიდას მუნიციპალიტეტში ფთიოტიდაში კვირას გამთენიისას ახალგაზრდებს შორის ჩხუბი ატყდა.
როგორც ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე ჩვენებაში აცხადებს სანაპიროზე 24 წლის ბიჭი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა მაშინ როცა მას 4 ახალგაზრდა მიუახლოვდა და ამ დრომდე უცნობი მიზეზის გამო ცემა დაუწყეს. თავდასხმის შედეგად 24 წლის ბიჭი მძიმედ დაშავდა და საჭირო გახდა მისი ჯერ კლინიკაში გადაყვანა, ხოლო პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ კი პოლიციის შენობაში, რათა ჩვენება მიეცა სამართალდამცავი ორგანოებისთვის.
lamiareport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჩხუბში 14 ადამიანი მონაწილეობდა, კერძოდ კი 24 წლის ბიჭის მეგობრებს 10 ადამიანი დაესხა თავს.
მიმდინარეობს გამოძიება თავდამსხმელების ვინაობის დასადგენად.
Facebook Comments Box