ფთიოტიდა: 50 წლის მამაკაცი ქალის გადარჩენის მცდელობისას დაიხრჩო იმ ადგილზე, სადაც მან ახალგაზრდა ასაკში 17 წლის გოგონა მოკლა
შოკისმომგვრელია ინფორმაცია რომელიც გავრცელდა დღეს დილით ფთიოტიდაში, პორტში მომხდარი წარმოუდგენელი ტრაგედიის შემდეგ, სადაც ორი ადამიანი ერთდროულად დაიხრჩო.
50 წლის მამაკაცმა, რომელიც წყალში გადახტა ქალის გადასარჩენად, ახალგაზრა ასაკში, როდესაც ის 19 წლის იყო, 1991 წელს, გააუპატიურა და შემდეგ თავში მძიმე საგნის ჩარტყმით მოკლა 17 წლის გოგონა იმავე სანაპიროზე, სადაც დღეს ქალის გადარჩენის მცდელობისას თვითონაც დაიხრჩო.
მკვლელობის ჩადენის შემდეგ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 20 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლდა და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა მათ სახლში, თანასოფლელებისგან იზოლირებულად.
დღეს, როდესაც მან გაიგონა, რომ ქალი დახმარებას ითხოვდა, წყალში გადახტა მის გადასარჩენად. ალბათ ამ ქმედებით რაღაცნაირად სურდა გამოესყიდა ახალგაზრდობისას ჩადენილი დანაშაული .
უბედური შემთხვევა დილის 10:30 საათზე მოხდა, როცა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ქალი, რომელიც ბანაობდა, დახმარებას ითხოვდა, რადგან ნაპირს ვერ უახლოვდებოდა. მამაკაცმა ტანსაცმელი გაიხადა და წყალში ჩახტა, რათა დახმარებოდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო და ორივე მათგანი დაიხრჩო.
გარდაცვლილების ცხედრები წყლიდან შემთხვევის ადგილზე მისულმა სანაპირო დაცვის საპატრულო სამსახურმა ამოიყვანა.