ფლორინა: ავტომობილი ქანდაკებას შეეჯახა- გარდაცვლილია 80 და 25 წლის ორი მამაკაცი
ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა ქალაქ ფლორინაში, ვოგაციკოუსა და გრევენონის ქუჩების გადაკვეთაზე, რის შედეგადაც სასიკვდილოდ დაშავდა მასში მყოფი 25 წლის და 80 წლის ორი მამაკაცი.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევა დილის 6 საათზე მოხდა, როდესაც ავტომობილი გაურკვეველი მიზეზების გამო, რომელსაც იძიებს ფლორინის საგზაო პოლიცია, სავალი ნაწილიდან გადავიდა და გრევენონისა და ვოგაციკოს ქუჩებისკვეთაზე მდებარე რუსი ჯარისკაცის ძეგლს დაეჯახა.
ფლორინის სახანძრო სამსახურმა უგონო მდგომარეობაში მყოფი 25 წლის მძღოლი და 80 წლის მგზავრი სასწრაფო დახმარების მანქანით ფლორინის გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Facebook Comments Box
