Latest news
ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
Uncategorizedსაბერძნეთი

ფოკიდა: ავტოსაგზაო შემთხვევამ 2 პირის სიცოცხლე იმსხვერპლა

ფოკიდა: ავტოსაგზაო შემთხვევამ 2 პირის სიცოცხლე იმსხვერპლა

სამშაბათს, 1 ოქტომბერს, შუადღის 15:30 საათზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომელიც იტეა-ნავპაკტუს ეროვნულ გზატკეცილზე დაფიქსირდა, 2 პირის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო ავტომანქანა, რომლითაც მოხუცებული წყვილი გადაადგილდებოდა, გზის საპირისპირო ნაკადში გადავიდა და ნავპაკტოსკენ მიმავალ მანქანას შეეჯახა, რომლითაც 2 დაახლოვებით 30 წლის მგზავრი გადაადგილდებოდა. 

ძლიერი შეჯახების შედეგად ორივე მოხუცებული ადგილზევე დაიღუპა, ხოლო მეორე მანქანის მგზავრებს მიყენებული აქვთ სხეულის დაზიანებები. დაშავებულმა მგზავრებმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სახანძრო-სამაშველო სამსახური, რათა მანქანაში გამომწყვდეული მგზავრების გათავისუფლება უსაფრთხოდ მომხდარიყო.

მიმდინარეობს გამოძიება ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *