Latest news
ახალი გაფრთხილება ძლიერი წვიმების გამო - ქალაქის დატბორვის საფრთხე ნეა მაკრი: მოსწავლეებმა მოხუცებულის სიცოცხლე გადაარჩინეს ვინ არის ქალი, რომლის სიცოცხლეც ძლიერი წვიმის შედეგად წამოსულმა ნიაღვარმა იმსხვერპლა საგანგებო განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ანო გლიფადა: ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მეზობლები ცდილობდნენ 56 წლის ქალის გადარჩენას, რომელ... გლიფადას მერი: ჩვენ აქამდე არასდროს გვქონია მსგავსი გამოცდილება  ცენტრალურ მაკედონიაში ავტომანქანები მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილდებიან ძლიერი წვიმის შედეგად წამოსულმა ნიაღვარმა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა უამინდობის ფენომენი: სატრანსპორტო სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს კრეტა: ძლიერმა ქარმა კუნძულზე სათბურები მიწასთან გაასწორა
ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტის თვითმკვლელობის გამო კლინიკის დირექტორს და ფსიქიატრს სასამართლომ 3 წლიანი პირობითი პატიმრობა შეუფარდა

ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტის თვითმკვლელობის გამო კლინიკის დირექტორს და ფსიქიატრს სასამართლომ 3 წლიანი პირობითი პატიმრობა შეუფარდა

კერძო ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტის თვითმკვლელობის საქმე განიხილა სასამართლომ რათა დადგენილიყო საქმე გვაქვს თვითმკვლელობასთან თუ ადამიანის გაუფრთხილებლობით მკვლელობასთან არასათანადო ყურადღების გამოჩენის გამო. ბრალდებულები კლინიკის დირექტორი და 2 ექიმია.

მოსამართლეებმა დამნაშავედ კლინიკის დირექტორი და ერთ-ერთი ფსიქიატრი სცნეს და ანალოგიურად 3 და 2 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. აღნიშნული სასჯელის ჩანაცვლება კი საბერძნეთის კანონმდებლობით 3 წლიანი პირობითი პატიმრობით ხდება, რაც ნიშნაცს იმას, რომ არც კლინიკის დირექტორს და არც ფსიქიატრს არ მოუწევთ ციხეში ერთი დღის გატარებაც კი.

შეგახეენებთ, რომ საქმე პაციენტის ოჯახის წევრების მიერ შეტანილი საჩივრის შემდეგ აღიძრა.

აღნიშნული პაციენტი წარმოადგენდა “მაღალ საფრთხეს”, გამომდინარე იქიდან, რომ კლინიკაში მოხვედრამდე ბოლო 30 დღის განმაცლობაში 2-ჯერ სცადა თვითმკვლელობა და კლინიკა ამის შესახებ ინფორმაციას ფლობდა, შესაბამისად უნდა დაქვემდებარებოდა მკაცრ კონტროლსა და მეთვალყურეობას. პაციენტმა 2020 წელს კი მაინც შეძლო თვითმკვლელობა კლინიკის სააბაზანოში, სადაც თავი ზეწარით ჩამოიხრჩო.

ბრალდების თანახმად, კლინიკის დირექტორი და ფსიქიატრი გაასამართლეს სამედიცინო პერსონალის უკმარისობის, ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის არასაკმარისი მეთვალყურეობის გაწევისა და ზედამხედველობის ზომების არ არსებობის გამო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *