Latest news
გულიც რომ ეთხოვათ მივცემდი - აცხადებს დედა, რომელმაც შვილს ღვიძლი გადაუნერგა ბავშვებს სხეულზე აღმოაჩნდათ სიგარეტისგან მიყენებული დამწვრობები და მარკერით ნაჯღაბნები კრეტა: ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრიტანელი ტურისტი კუნძულზე ჩაფრენისთანავე დაესხა თავს მეუღლეს 17 წლის ბიჭმა 50 წლის კაცი უმოწყალოდ სცემა - დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს ხვალიდან ატმოსფეროში აფრიკული მტვერი ბრუნდება 20 მაისს პროკურორის წინაშე წარსდგება 32 წლის ქალი, რომელიც შვილების სხეულებზე აღმოჩენილი სიგარეტის დ... კვირა ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატებით დაიწყო ლარისა: საავადმყოფოში შესამოწმებლად მისულ 5 და 6 წლის ბავშვებს სხეულის არეში დამწვრობები აღმოაჩნდათ ... კაცი მიტოვებულ სარდაფში ჩამომხრჩვალი იპოვეს - გამოძიება ვარაუდობს რომ ცხედარი სარდაფში 6 დღის განმავ... ავტომანქანა 40 წლის კურიერს შეეჯახა და ადგილიდან მიიმალა
ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
მსოფლიო

ფუკუსიმას ბირთვული კატასტროფა: იაპონია გაწმენდილ წყალს 48 საათში გაუშვებს

მიუხედავად მისი მეზობლების წინააღმდეგობისა, იაპონია ხუთშაბათს, ცუნამის შედეგად დაზარალებული ფუკუსიმას ატომური სადგურიდან წყნარ ოკეანეში გაწმენდილი რადიოაქტიური წყლის გაშვებას დაიწყებს.

გადაწყვეტილება მიღებულია რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც გაეროს ბირთვულმა ორგანიზაციამ დაამტკიცა გეგმა.

დაახლოებით 1,34 მილიონი ტონა წყალი დაგროვდა მას შემდეგ, რაც 2011 წლის ცუნამმა გაანადგურა ატომური სადგური.

იაპონიის პრემიერი ეწვია სადგურს კვირას, რამაც განამტკიცა ვარაუდი, რომ წყლის გათავისუფლება გარდაუვალი იქნება.

მთავრობამ განაცხადა, რომ წყლის გათავისუფლება აუცილებელი ნაბიჯია სადგურის დეკომისაციის ხანგრძლივ და ძვირადღირებულ პროცესში, რომელიც მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დედაქალაქ ტოკიოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 220 კილომეტრში.

იაპონია აგროვებს და ინახავს დაბინძურებულ წყალს ავზებში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ წყლის შენახვის ვადა იწურება.

2011 წელს, 9.0 მაგნიტუდის  მიწისძვრის შედეგად გამოწვეულმა ცუნამმა დატბორა ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგურის სამი რეაქტორი. ეს მოვლენა ჩერნობილის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე უარეს ატომურ კატასტრონად ითვლება.

მალევე, ხელისუფლებამ შექმნა  გამორიცხვის ზონა, რომელიც განაგრძობდა გაფართოებას ქარხნიდან რადიაციის გაჟონვის შედეგად, რამაც ტერიტორიიდან 150 000-ზე მეტი ადამიანის იძულებითი ევაკუაცია გამოიწვია.

გეორგ შტაინჰაუზერი, ჰანოვერის ლაიბნიცის უნივერსიტეტეის პროფესორი განმარტავს:

„ჩერნობილის კატასტროფის დროს პლუტონიუმისა და ამერიციუმის დიდი რაოდენობა გამოიყო. მათი ნახევარდაშლის პერიოდი კი 20 ათასი წელია, ამიტომ ჩერნობილი სამუდამოდ დაბინძურებულია. ფუკუსიმა სულ სხვა საკითხია. იქ პლუტონიუმი ისეთი უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყო, რომ ყურადღების მიქცევაც არ ღირს. ფუკუსიმადან ძირითადად რადიოაქტიური ცეზიუმის გაჟონვა მოხდა. ცეზიუმის ნახევარდაშლის პერიოდი კი 30 წელია.”

დაზიანების შემდეგ ელსადგურის ექვსივე რეაქტორი დაიხურა. მეხუთე და მეექვსე რეაქტორები ტალღას გადაურჩნენ, მეოთხე  კი საწვავისგან დაიცალა. ცუნამის შემდეგ, პირველ რიგში, დღის წესრიგში რეაქტორების დახურვის საკითხი დადგა.

რადიოაქტიური ნივთიერების გაჟონვა რომ შეეჩერებინათ, დანადგარებს წყლის ჭავლით აგრილებდნენ. აქედან გამოსულ დაბინძურებულ წყალს ტუმბავდნენ და საფილტრ სისტემაში უშვებდნენ, რომელიც მას რადიაციისაგან ფაქტობრივად, სრულად წმენდს და მხოლოდ ტრიტიუმი რჩება, რომელიც წყლის ბუნებრივად შემადგენელი ნაწილაკია.

გადამუშავებული წყალი ათასობით ავზში ისხმება, რომლებიც 1.24 მილიონ კუბურ მეტრ წყალს იტევს. ეს ავზები 2022 წლისთვის გაივსო, ამიტომ  დაგროვილი წყალი უნდა ამოაშრონ. ამის ორი გზა არსებობს: ან ჰაერში გაშვება, ან ზღვაში.

ქარხნიდან წყლის გათავისუფლების გეგმამ გამოიწვია შეშფოთება მთელს აზიასა და წყნარ ოკეანეში მას შემდეგ, რაც ის დაამტკიცა იაპონიის მთავრობამ ორი წლის წინ. მას ხელი მოაწერა გაეროს ბირთვულმა დამკვირვებელმა ივლისში-მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დაასკვნა, რომ გაშვებული წყლის ზემოქმედება ადამიანებზე და გარემოზე უმნიშვნელო იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქარხნის ოპერატორები დაბინძურებულ წყალს ფილტრავენ 60-ზე მეტი რადიოაქტიური ნივთიერების მოსაშორებლად, წყალი არ იქნება მთლიანად რადიაციისგან თავისუფალი, რადგან ის კვლავ შეიცავს წყალბადისა და ნახშირბადის ტრიტიუმს და ნახშირბად-14- რადიოაქტიურ იზოტოპებს, რომლებიც ადვილად არ იხსნება წყლიდან, თუმცა როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს აღნიშნული ნივთიერებები არ წარმოადგენს საშიშროებას, თუ მათ არ მოიხმარენ დიდი რაოდენობით, რადგან ისინი ასხივებენ რადიაციის ძალიან დაბალ დონეს და აკმაყოფილებენ უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.

ატომური სადგურები მთელს მსოფლიოში რეგულარულად გამოყოფენ ნარჩენ წყალს ტრიტიუმის შემცველობით, მაგრამ გეგმამ მეზობელ ქვეყნებში აჟიოტაჟი გამოიწვია, სადაც ჩინეთი ყველაზე ხმამაღალი ოპონენტია. მან დაადანაშაულა იაპონია იმაში, რომ ოკეანეს ეპყრობა, როგორც მის „კერძო კანალიზაციას“.

დღეს (22/08), ტოკიოში, მომიტინგეთა  ჯგუფმა ასევე გამართა აქცია პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის წინ და მოუწოდა მთავრობას შეწყვიტოს წყლის გათავისუფლება.

ჰონგ კონგმა განაცხადა, რომ ის „დაუყოვნებლივ გაააქტიურებს“ იმპორტის შეზღუდვებს ზოგიერთ იაპონურ საკვებ პროდუქტზე, ხოლო სამხრეთ კორეამ და ჩინეთმა უკვე აკრძალეს თევზის იმპორტი ფუკუსიმადან.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *