Latest news
პრაღა: ჯონ ლენონის კედლის დაარესების 45 წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება კეფალონიაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად საჰაერო ძალების ჩარევა გახდა საჭირო ჟურნალისტი სუზი კაზანძიდუ დღეს დაკრძალეს კვიპროსი: კაფეში ატეხილი ჩხუბის შედეგად 66 წლის კაცი დაიღუპა 49 წლის მზარეული გემის კაბინაში გარდაცვლილი იპოვეს წვიმა, ძლიერი ქარები და ტემპერატურის ვარდნა კვირას საღამოს საათებიდან კვიპროსზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 21 წლის გოგოს სიცოცხლე იმსხვერპლა ირაკლიოს მერი სოფელ ვუტესში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს - რატომ იხსნება სოფელში გზები ევია: ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაღაზიის შესასვლელში შევარდა მგზავრი მატარებლის რელსებში გადავარდა - დაკეტილია ევანგელისმოსა და მეღარო მუსიკის სადგურები
კვირა, აპრილი 27, 2025
საბერძნეთიჯანმრთელობა

ქათმის მწვადები გაყიდვიდან ამოიღეს სალმონელას ბაქტერიის აღმოჩენის გამო

ქათმის მწვადები გაყიდვიდან ამოიღეს სალმონელას ბაქტერიის აღმოჩენის გამო

სალმონელოზური გასტროენტერიტის შედეგად, მთელ მსოფლიოში ყოველწლიურდ 100 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება – ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასება. სალმონელოზის შემთხვევების ზრდა ბოლო წლებში განსაკუთრებით მეფრინველეობასა და კვების მრეწველობაში შეინიშნება.

სწორედ ამიტომ ქათმის მწვადი დროებით ამოღებული იქნება საბერძნეთის მოსახლეობის კვების რაციონიდან.

სალმონელა არის ბაქტერიის ტიპი, რომელიც Enterobacteriaceae-ს ოჯახს მიეკუთვნება. ის არის უჯრედშიდა ბაქტერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებული ორგანიზმის უჯრედშია. სალმონელა გვხვდება როგორც გარეულ, ასევე ინკუბატორში გამოზრდილ ცხოველებსა და ფრინველებში. ინფექციის ყველაზე დიდი ეპიდემია 1980 წელს პოლონეთში დაფიქსირდა. მაშინ სალმონელოზით 700 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა. ოფიციალური მონაცემებით კი, საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ სალმონელოზის 150-200 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა რეგისტრირდება.

ადამიანი სალმონელოზით საკვებისგან ან წყლისგან ინფიცირდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტებით, დაავადების ძირითადი მიზეზია დაბინძურებული პროდუქტები (უმეტესად ცხოველური წარმოშობის). უფრო იშვიათია დაბინძურებული წყლით მოსახლეობის მასობრივი ინფიცირება ან ჰიგიენური წესების დარღვევით გამოწვეული სპორადიული შემთხვევები. სალმონელოზის წყაროს დაავადებული ცხოველები და ზოგჯერ ადამიანები წარმოადგენენ (ცხოველებში ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს). სალმონელოზის შემთხვევები დაფიქსირებულია რეპტილიებსა და ამფიბიებთან, გველებთან, კუებსა და ხვლიკებთან კონტაქტის შედეგადაც. ეს ინფექცია ძალიან ხშირად ჰოსპიტალიზებით სრულდება და ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებითვის.

დაავადების მძიმე და გართულებული ფორმა, პირველ რიგში, ადამიანის იმუნურ სისტემაზეა დამოკიდებული. განსაკუთრებულ რისკჯგუფს მიეკუთვნებიან 3 წლამდე ბავშვები, რადგან ამ დროს იმუნიტეტი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. ამავე კატეგორიაში არიან ის ადამიანები, რომლებიც ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. ამ დროს  მნიშვნელოვანია ნაწლავური ფლორის მდგომარეობა, რომელიც ორგანიზმს პათოგენური ბაქტერიებისგან იცავს. დიზბაქტერიოზის შემთხვევაში სალმონელათი ინფიცირების ალბათობა ბევრად მაღალია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *