Latest news
ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

ქალი მოხუცებულს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი გაძარცვა

ქალი მოხუცებულს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი გაძარცვა

56 წლის ბულგარეთის მოქალაქე წელიწად ნახევრის განმავლობაში იმალებოდა ხანიაში მას შემდეგ, რაც მოხუცებული ჯერ უმოწყალოდ სცემა, შემდეგ კი გაძარცვა. 

დამნაშავე მის 55 წლის მეუღლესთან ერთად მოქმედებდა. პოლიციამ 55 წლის კაცი დააკავა, თუმცა 56 წლის ქალი ადგილიდან მიიმალა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხანიაში თავისუფლად გადაადგილდებოდა. პოლიციამ მისი დაკავება გასულ კვირას მოახერხა. შემოწმების დროს ქალმა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ყალბი დოკუმენტები აჩვენა თუმცა თითის ანაბეჭდების გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ ქალბატონს ეძებდნენ უკვე წელზე მეტია 2023 წლის 14 აპრილს მომხდარი ძარცვისთვის.

წყვილმა მოხუცებულს თანხა და ძვირფასეულობა წაართვა, ხოლო როდესაც მოხუცებულმა ყვირილი დაიწყო და შველას ითხოვდა მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

56 წლის ქალის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე არამხოლოდ ძარცვისთვის, არამედ დოკუმენტაციის გაყალბებისთვისაც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *