Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
საბერძნეთი

ქაოსი სკიათოს აეროპორტში: თვითმფრინავი აფრინდა და ტურისტები ჰაერში აიტაცა

სკიათოს “ალექსანდროს პაპადიამადის” აეროპორტი ალბათ ყველაზე საშიში აეროპორტია საბერძნეთში, რადგან ასაფრენ ბილიკთან ძალიან ახლოს არის პლაჟი და შესაბამისად იქ მყოფებს შეუძლიათ დასაშვებზე ახლო მანძილზე მივიდნენ თვითმფრინავებთან.

არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელიც აფრთხილებს იქ მყოფებს, რომ არ მიუახლოვდნენ ასაფრენ ბილიკს, თუმცა მიუხედავად ამისა სანაპიროზე კუნძულის აეროპორტის გვერდით ყოველდღე იკრიბებიან ადამიანები, რათა აღმოჩნდნენ თვითმფრინავებთან ახლოს და აღბეჭდონ ეს მომენტი ფოტოზე, ან გადაიღონ ვიდეო.

გასულ კვირას ბრიტანელი ტურისტის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეოდან ჩანს, რომ სკიათოს აეროპორტში საშიში სიტუაცია შეიქმნა, როდესაც თვითმფრინავის  ძრავის სიმძლავრემ ახლოს მდგომი ადამიანები პირდაპირი გაგებით ჰაერში აიტაცა და ძირს დასცა,

მსგავსი შემთხვევა სკიათოს აეროპორტში წარსულშიც საკმაოდ ხშირად მომხდარა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი კიდეც დაშავდა, თუმცა სიტუაცია დღემდე არ იცვლება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *