Latest news
ახალი გაფრთხილება ძლიერი წვიმების გამო - ქალაქის დატბორვის საფრთხე ნეა მაკრი: მოსწავლეებმა მოხუცებულის სიცოცხლე გადაარჩინეს ვინ არის ქალი, რომლის სიცოცხლეც ძლიერი წვიმის შედეგად წამოსულმა ნიაღვარმა იმსხვერპლა საგანგებო განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ანო გლიფადა: ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მეზობლები ცდილობდნენ 56 წლის ქალის გადარჩენას, რომელ... გლიფადას მერი: ჩვენ აქამდე არასდროს გვქონია მსგავსი გამოცდილება  ცენტრალურ მაკედონიაში ავტომანქანები მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილდებიან ძლიერი წვიმის შედეგად წამოსულმა ნიაღვარმა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა უამინდობის ფენომენი: სატრანსპორტო სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს კრეტა: ძლიერმა ქარმა კუნძულზე სათბურები მიწასთან გაასწორა
ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026
დღესასწაულებისაბერძნეთი

ქრისტეშობის დღესასწაული

ქრისტეშობის დღესასწაული

წლამდე საქრისტიანოს აღმოსავლეთ ნაწილში შობა იდღესასწაულებოდა 6 იანვარს, ნათლისღებასთან ერთად, სწორედ ისე, როგორც ის დარჩა შეერთებული სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში. იოანე ოქროპირის ინიციატივით და მეცადინეობით, შობის დღესასწაული გამოიყო და გადაიტანეს დეკემბრის 25-ზე. იმ დროინდელ სწავლულთა (გრიგოლ ნოსელისა, აგვისტინე იპპონელისა და სხვ.) გამოკვლევით, ქრისტეს შობა მოხდა ზამთრის მზის მოქცევის დღეს — 25 დეკემბერს, სწორედ იმ დღეს, როდესაც მზე და დედამიწა იწყებენ ერთმანეთთან დაახლოებას. 1923 წელს საქართველოს ეკლესიამ, ქრისტეფორე III-ის (ციცქიშვილი) მამამთავრობისას, პირველად სცადა ახალი კალენდრის შემოღება, რის შედეგადაც ახალი სტილის კალენდარი 1923-1925 წლების განმავლობაში მოქმედებდა ჩვენს ეკლესიაში, თუმცა მოსახლეობის არაინფორმირებულობის გამო ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. 1927 წლის 24 ივნისის კათოლიკოს-პატრიარქთა წმინდა ამბროსის (ხელაია) მამამთავრობისას საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განაჩინა შობის დღის ახალი სტილით, 25 დეკემბრის აღნიშვნის შესახებ. საეკლესიო კრების გადაწყვეტილება მხოლოდ შეჩერებულია. 1928 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო სინოდმა განაჩინა ახალი სტილის დროებით შეჩერებაზე. განჩინება მღვდელმთავრებს ავალებდა, მომავალში მაინც გაეწიათ პროპაგანდა ახალი სტილის სასარგებლოდ.

მსოფლიოში არსებული 17 ავტოკეფალური (კერძოდ, 14 საყოველთაოდ აღიარებული და 3 ნაწილობრივ აღიარებული: ამერიკის, უკრაინის, ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიები) ეკლესიიდან 11 ავტოკეფალური ეკლესია იყენებს შესწორებულ იულიუსის კალენდარს და ქრისტეშობას აღნიშნავს 25 დეკემბერს, ხოლო მსოფლიოში არსებული 6 ავტოკეფალური ეკლესია იყენებს იულიუსის კალენდარს და ქრისტეშობას აღნიშნავს 7 იანვარს (ძვ. სტილით 25 დეკემბერს).

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *