Latest news
დონალდ ტრამპი უკვე უფიციალურად აშშ-ის 47-ე პრეზიდენტია ფოტოკადრები დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან 23 იანვარს ტაქსის მძღოლები გაიფიცებიან თივა: ვრცელდება კადრები თუ როგორ გაეხვა ავტომანქანა ცეცხლის ალში დღეიდან ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს პოლიციამ 49 წლის მძღოლი ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავა - ავტომანქანაში არასრ... ვერია: პოლიციელი 60 წლის ქალს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა კარდიცაში 16 წლის ბიჭის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, რომლის სიცოცხლეც სანადირო თოფმა იმსხვერპლა, ს... კარდიცას ერთ-ერთ სოფელში ტრაგედია დატრიალდა - 16 წლის ბიჭის სიცოცხლე სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვ... მიტილინი: 22 წლის გოგომ პარტნიორს ფიზიკური ძალადობისთვის უჩივლა 
სამშაბათი, იანვარი 21, 2025
Uncategorizedსაბერძნეთი

ქსანთი: ავტოსაგზაო შემთხვევამ 1 მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა – შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავდა 3 მგზავრი 

ქსანთი: ავტოსაგზაო შემთხვევამ 1 მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა – შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავდა 3 მგზავრი 

ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომელიც დღეს დილით გამთენიისას ქსანთი-კავალას ეროვნულ გზატკეცილზე მოხდა.

ავტომანქანა, რომელიც ტოქოტესისკენ მიემართებოდა მის წინ მიმავალ მანქანას შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანა გზის საპირისპირო ნაკადში გადავარდა და კიდევ ერთ მანქანას შეეჯახა.

ძლიერი შეჯახების შედეგად ავტომანქანის მძღოლი, რომელიც გზის საპირისპირო ნაკადში გადავარდა, ადგილზევე დაიღუპა. მძიმედ დაშავდა ავტომანქანის მძღოლი, რომელმაც პირველი შეჯახება გამოიწვია და 2 მგზავრი, რომელიც მესამე ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, სახანძრო/სამაშველო სამსახური და საგზაო პოლიცია. 

მიმდინარეობს გამოძიება ავტოსაგზაო შემთვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *