ქსანთი: ბუნებრივი აირის გაჟონვის შედგად უგონო მდგომარეობაში მყოფი 4 ბავშვიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა
ქსანთი: ბუნებრივი აირის გაჟონვის შედგად უგონო მდგომარეობაში მყოფი 4 ბავშვიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა
პარასკევს დილით ქსანთიში, კერძოდ მაღიკოს დასახლებაში მდებარე სახლში უგონო მდგომარეობაში 4 ბავშვი იპოვეს. ბავშვების საავადმყოფოში გადაყვანა დაუყოვნებლივ გახდა საჭირო. ორი ბავშვის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთება გახდა საჭირო, ერთი პათოლოგიურ კლინიკაში გადის მკურნალობას, ხოლო მეოთხე, 16 წლის ბიჭი კი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.
გამოძიებისთვის ამ დრომდე ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად ბავშვებს სახლის პირველ სართულზე ეძინათ. დედამ მათი გამოღვიძების მცდელობისას შენიშნა, რომ ბავშვები უგონო მდგომარეობაში იყვნენ. დაშავებულების კომურ მდგომარეობაში ჩავარდნის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა, თუმცა გამოძიებას კითხვის ნიშანს უჩენს ფაქტი, რომ მშობლებს მოწამვლის არანაირი კვალი არ აღენიშნებათ.