ქსანთი: დაკავებულია ქალი რომელმაც მოხუცებული სიკვდილამდე სცემა რათა მისი ჩანთის გატაცება შეძლებოდა
ქსანთი: დაკავებულია ქალი რომელმაც მოხუცებული სიკვდილამდე სცემა რათა მისი ჩანთის გატაცება შეძლებოდა
75 წლის მოხუცებულის სიცოცხლე შეეწირა საკუთარი ჩანთის შენარჩუნებისთვის ბრძოლას.
დაკავებულმა 75 წლის მოხუცს დაარტყა და ჩანთა გასტაცა, დარტყმის შედეგად მოხუცებული მიწაზე დაეცა და თავი დაარტყა. მოძალადე ადგილიდან მიიმალა.
75 წლის მოხუცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა.
დამნაშავე იმავე დღეს დააკავა პოლიციამ.
სამართალდამცავმა ორგანოებმა იმავე დღეს გააკეთეს განცხადება:
„ქსანთის უშიშროების დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლების მეთოდური და საფუძვლიანი გამოძიების შედეგად დაკავებულია ქალბატონი რომელსაც ბრალი ედება მოხუცი ქალის ჩანთის გატაცებისთვის, და მისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებისთვის, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია”. საქმე აღიძრა განზრახ მკვლელობის მუხლით.