Latest news
დონალდ ტრამპი უკვე უფიციალურად აშშ-ის 47-ე პრეზიდენტია ფოტოკადრები დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან 23 იანვარს ტაქსის მძღოლები გაიფიცებიან თივა: ვრცელდება კადრები თუ როგორ გაეხვა ავტომანქანა ცეცხლის ალში დღეიდან ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს პოლიციამ 49 წლის მძღოლი ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავა - ავტომანქანაში არასრ... ვერია: პოლიციელი 60 წლის ქალს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა კარდიცაში 16 წლის ბიჭის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, რომლის სიცოცხლეც სანადირო თოფმა იმსხვერპლა, ს... კარდიცას ერთ-ერთ სოფელში ტრაგედია დატრიალდა - 16 წლის ბიჭის სიცოცხლე სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვ... მიტილინი: 22 წლის გოგომ პარტნიორს ფიზიკური ძალადობისთვის უჩივლა 
სამშაბათი, იანვარი 21, 2025
საბერძნეთიკრიმინალი

ქსანთი: მოძალადე, რომელმაც 40 წლის ევგენიას სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, ყველა ბრალდებას უარყოფს

ქსანთი: მოძალადე, რომელმაც 40 წლის ევგენიას სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, ყველა ბრალდებას უარყოფს

ბრალდებული ირწმუნება, რომ ევგენია ქუჩაში დაცემის შედეგად დაშავდა, თუმცა ექიმების მიერ ჩატარებული დათვალიერებისა და ანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ქალს სხეულზე დაზიანებები ცემით აქვს მიყენებული. 

xronos.gr-მა სამედიცინო ექსპერტის დასკვნა გაავრცელა, რომლითაც მტკიცდება, რომ ქალს ხერხემლის არეში მოტეხილობები ძლიერი დარტყმით აქვს მიყენებული და არა წაქცევისა, თუ ქუჩაზე არსებულ ღრმულში ჩავარდნის შედეგად.
“მოტეხილობა კისრის არეში არ არის დაცემისგან გამოწვეული, არამედ დარტყმისგან. წიხლი აქვს ჩარტყმული. მთელ სხეულზე ჭრილობები და მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პოლიციაში დარეკვა. ეს ყველაფერი შეუძლებელია ხვრელში ჩავარდნისგან იყოს გამოწვეული.” – განაცხადა სამედიცინო ექსპერტმა პავლოს პავლიდისმა. 

პოლიციამ 42 წლის მოძალადე დაუყოვნებლივ დააკავა. მას ბრალი 5 სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენისთვის ედება, რომელთაგან ერთ-ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობაა. მიუხედავად იმისა, რომ ის ყველა ბრალდებას უარყოფს პროკურორმა მისი დაკავების ბრძანება მაინც გასცა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *