ღავდოს: სანაპირო დაცვამ საზღვარზე 38 უკანონოდ შემოსული ემიგრანტის სიცოცხლე გადაარჩინა
ღავდოს: სანაპირო დაცვამ საზღვარზე 38 უკანონოდ შემოსული ემიგრანტის სიცოცხლე გადაარჩინა
სამშაბათს დილით, ღავდოსის სანაპირო დავცამ კიდევ ერთი საზღვარზე უკანონოდ შემოსული ემიგრანტების გუნდი გადაარჩინა დახრჩობას.
აღნიშნული პირები ძველ დაზიანებულ ნავზე იმყოფებოდნენ შუა ზღვაში, როდესაც სანაპირო დაცვის სამაშველო გუნდმა ორი გამვლელი გემის დახმარებით გამოიყვანა სანაპიროზე.
სანაპირო დაცვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 38-ივე პირი გადაყვანილია სფაკიონის პორტში და არცერთ მათგანს არ აქვს თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან რაიმე სახის სამგზავრო დოკუმენტი.
Facebook Comments Box