Latest news
ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
დღესასწაულებისაბერძნეთი

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული

ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული დღესასწაული საბერძნეთში 15 აგვისტოს აღინიშება. 

ღვთისმშობელი ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. და აი, ერთხელ, როცა მარიამი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, ცა გაიხსნა, გარდამოხდა გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა: „გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩუჱნი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა, ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!“ ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის მზადება დაიწყო.

ზუსტად უცნობია, თუ როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული, მაგრამ საფიქრებელია, რომ იგი უკვე არსებობდა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში.

კუნძულ კეფალონიაზე ღვთისმშობლის მიძინების დღეს სოფელ მარკო პოლოში ღვთისმშობლის მიძინების სამლოცველოში ყოველწლიურად სასწაული აღესრულება, სადაც პანაღია ფიდუსას ხატისთვის თაყვანისცემისთვის მთებიდან გველები ჩამოდიან და სამლოცველოსთან იკრიბებიან.

მარიამობის დღესასწაულზე ქვეწარმავლების დანახვას არავინ უფრთხის, პირიქით ადგილობრივი მაცხოვრებლები თვლიან, რომ თუ გველები არ გამოჩნდებიან იმ წელს დიდი განსაცდელი ელით. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *