ღიორღოს კარანიკასი არის ის ექიმი და 4 შვილის მამა, რომლის სიცოცხლეც ვოლოსში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა
ღიორღოს კარანიკასი არის ის ექიმი და 4 შვილის მამა, რომლის სიცოცხლეც ვოლოსში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა
44 წლის ღიორღოს კარანიკასი წარმოშობით ვოლოსიდან იყო. ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, ღამის მორიგეობის შემდეგ, ლამია-დომოკუს გზაზე მოტოციკლეტით საავადმყოფოდან სახლში ბრუნდებოდა, როცა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით დატვირთულ მანქანას შეასკდა. ძლიერი შეჯახების შედეგად ღიორღოს კარანიკასი მოტოციკლეტიდან მოწყდა და ათობით მეტრის მოშორებით ასფალტზე დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ ჩაფხუტი ეხურა, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ადგილზე დაიღუპა.
გავრცელებული ინფრომაციის თანახმად გარდაცვლილს 4 შვილი ჰყავს და ლამიას საავადმყოფოში იყო ქირურგი.
Facebook Comments Box