ღლიკა ნერა: 80 წლის კაცს აღიარებითი ჩვენების შემდეგ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ღლიკა ნერა: 80 წლის კაცს აღიარებითი ჩვენების შემდეგ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
80 წლის კაცს, რომელიც კვირას, 11 აგვისტოს, ღლიკა ნერაში ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით დააკავეს, აღიარებითი ჩვენების შემდეგ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
80 წლის კაცს 4 ხანძრის კერის გაჩენაში ედებოდა ბრალი, რომელთა შედეგადაც ვარნავაში ხანძარი უკონტროლოდ დიდ ტერიტორიას მოედო.
ხანძრის სამი კერა ღლიკა ნერაში შუადღეს ერთმანეთისგან 100 მეტრის დაშორებით გაჩნდა, ხოლო მეოთხე დაახლოვებით 20:30 საათზე იმავე დღეს.
დამნაშავე მანქანით გადაადგილდებოდა და ფანჯრუდან ისვროდა ცეცხლმოკიდებულ ნივთებს.
დამნაშავის ვინაობის დადგენა მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან ამოღებული მასალიდან მოხდა.
Facebook Comments Box