ყველაზე მწველი დღე საბერძნეთში – სად აჩვენებს ბარომეტრი 44 გრადუსს
ყველაზე მწველი დღე საბერძნეთში – სად აჩვენებს ბარომეტრი 44 გრადუსს
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დედაქალაქში გვალვა ჩვეულ ფენომენად იქცა, თუმცა წელს სინოპტიკოსები საბერძნეთის მოსახლეობას ყველაზე ცხელ ზაფხულს ჰპირდებიან.
სინოპტიკოსების პროგნოზის თანახმად დღეს, 13 ივნისს, სიცხის ტალღის გამო ყველაზე მწველი დღე იქნება საბერძნეთში. ტეპერატურა ქვეყნის დიდ ნაწილში 43 გრადუსს მიაღწევს.
8 რეგიონში: ატიკა, ვიოტია, ფთიოტიდა, მაღნისია, ლარისა, კორინთია, არღოლიდა და ფოკიდა, არსებობს ხანძრის გაჩენის მაღალი რისკიც, შესაბამისად სრულ მზადყოფნაშია სახანძრო-სამაშველო სამსახური.
სიცხის ტალღის გამო, შუადღის გამავლობაში, დაიკეტება ყველა არქეოლოგიური ტერიტორია/მუზეუმი და სკოლები, რვა წლამდე მოსწავლეებისთვის.
კუნძულებზე ტემპერატურა 35 გრადუსიდან 42 გრადუსამდე იმერყევებს, ხოლო ათენში კი 41-დან 44 გრადუსამდე.