Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ყველას დავხოცავ ვინც შემეხება – განაცხადა 51 წლის კაცმა, რომელიც 3 პოლიციელს დაესხა თავს სახრახნისით

ყველას დავხოცავ ვინც შემეხება – განაცხადა 51 წლის კაცმა, რომელიც 3 პოლიციელს დაესხა თავს სახრახნისით

წინასწარი დაკავების საკანში მოათავსეს 51 წლის კაცი, რომელიც ჯერ ავტობუსში დაესხა 3 პირს თავს ხოლო შემდეგ პოლიციის განყოფილებაში 3 პოლიციელი სახრახნისით დაჭრა.

ტელემაუწყებელი Mega-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებულს დროებითი დაკავების საკანში ორშაბათამდე გააჩერებენ და შემდეგ კორიდალოსის ქსიხიატრიულ კლინიკაში გადაიყვანენ.

ბრალდებული დღეს დილით გამომძიებელმაც დაკითხა. დაკავებული ჩადენილ საქციელს არ ნანობს და აცხადებს: “პირველმა ორმა გამომიწვია. მესამეს კი აფექტურ მდგომარეობაში დავესხი თავს.  პირველი მათგანი ქუჩაში ნაგავს ყრიდა და შენიშვნა მივეცი, რაზეც “მოიცა რა..” მიპასუხა.. “აქედან გამეცალე”-ო მოაყოლა.. ავდექი და თავში სახრახნისი ჩავარტყი. სახრახნისი სულ თან მაქვს. ყველაზი დიდი ბრძოლა განყოფილებაში იყო.. ყველაფერი დავლეწე. 2-3 პოლიციელიც დავჭერი. შემდეგ პოლიციელებმა სროლა დაიწყეს, მე სკამებს ვესვროდი და უკან ვიხევდი.. არც წამალი მჭირდება, არც ფსიქიატრიულ კლინიკაში დაწოლა. არ ვარ ავად.. ისინი არიან დამნაშავეები, მე რა შუაში ვარ? თვითონ გამომიწვიეს.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *