შაბათს, 27 დეკემბერს მსახიობები კიდევ ერთხელ გაიფიცებიან
შაბათს, 27 დეკემბერს მსახიობები კიდევ ერთხელ გაიფიცებიან
შაბათს, 27 დეკემბერს დაიკეტება თეატრები მსახიობების მიერ გამოცხადებული 24 საათიანი გაფიცვის ფარგლებში.
გაფიცვაში ამჯერად მონაწილეობას საბერძნეთის მუსიკალური ასოციაციაც მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ მსახიობები პირველად 5 დეკემბერს გაიფიცნენ. გაფიცვაში მონაწილეობა კი თეატრების 97%-მა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ გაფიცვის მთავარი მიზეზი კოლექტიური ხელშეკრულებების არარსებობა გახდა, რომელიც როგორც ყველა სხვა პროფესიაში, მსახიობებისთვისაც ძირითად შრომით უფლებებსა და ვალდებულებებს არეგულირებს.
როგორც ბერძენ მსახიობთა პროფკავშირების განცხადებაშია ნათქვამი, გაფიცვის მთავარი მიზანი კოლექტიური ხელშეკრულების ხელმოწერა და აღსრულებაა, საერთო კრების გადაწყვეტილების შესაბამისად.
Facebook Comments Box
