შაბათ კვირას ტემპერატურა მაქსიმუმ 35 გრადუსამდე მოიმატებს
შაბათ კვირას ტემპერატურა მაქსიმუმ 35 გრადუსამდე მოიმატებს
გვალვა, რომელმაც ლამის დაახრჩო საბერძნეთის მოსახლეობა შუა კვირაში, ნელ-ნელა ტოვებს ატმოსფეროს. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში გვალვის პერიოდში ბარომეტრის მაჩვენებელმა 44 გრადუსსაც კი მიაღწია, თუმცა პარასკევიდან ტემპერატურამ კლება დაიწყო. ტემპერატურის კლებას ერთად საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში წვიმა და შტორმი მოყვა. დღეს კი ტემპერატურა, ზაფხულისთვის შესაფერის მაჩვენებელს დაუბრუნდება.
დედაქალაქში მოწმენდილ ცას და შუადღის საათებში მცირეოდენ ღრუბლიანობას უდნა ველოდოთ. ტემპერატურა 22-დან 33 გრადუსამდე იმერყევებს, დაუბერავენ 3-5 ბოფორის სიმძლავრის ჩრდილოეთის ქარები.
სალონიკში ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს.
ტემპერატურა მატებას ორშაბათიდან ისევ დაიწყებს. მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ტემპერატურა ზომიერზე მაღალი იქნება, თუმცა არ გადაიზრდება გვალვაში.