Latest news
იანნის ადეტოკუნბომ ცნობილ youtuber-ს IShowspeed-ს აკროპოლისზე გიდობა გაუწია პილიო: 32 წლის ტურისტი ცურვისას დაიხრჩო ღლიკა ნერა: გარდაიცვალა 48 წლის კაცი, რომელიც 17 წლის ბიჭმა უმოწყალოდ სცემა ტემპერატურამ 10 გრადუსით იკლო - მომდევნო ორი დღის განმავლობაში ტემპერატურა 32-33 გრადუსს არ გადააჭარ... მიაულის სანაპიროზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს შეეჯახა ანო ლიოსია: საგარეუბნო მატარებლის ლიანდაგებთან ხანძარი გაჩნდა შთამბეჭდავი სავსე მთვარის ფოტოსურათები - ივლისის სავსე მთვარეს ირმის მთვარესაც უწოდებენ საბერძნეთის 7 რეგიონში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია 3 დღიანი პაუზის შემდეგ საბერძნეთის ატმოსფეროში სიცხის ტალღა ისევ დაიწყებს შემოსვლას დღეიდან ტემპერატურა შედარებით იკლებს
ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
საბერძნეთიღირშესანიშნავი ადგილები

შაბათ-კვირა ანდრიცენაში: ილიას სოფელი მთიანი არკადიის ჰაერით

ანდრიცენა-საბერძნეთის ულამაზესი ისტორიული სოფელი, რომელიც ეკუთვნის ილიას პრეფექტურას. იგი ამფითეატრალურად არის აგებული ლიკეის მთის დასავლეთ მხარეს, არკადიის და მესინის პრეფექტურების საზღვართან და არის ანდრიცენა-კრესტინას მუნიციპალიტეტის ისტორიული ადგილი.

ანდრიცენასთან მიახლოვებისას პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ არის კარგად მოვლილი სახლების სახურავების მკვეთრი წითელი ფერი, რაც იმის ნიშანია, თუ რამდენად უყვარს თავისი სოფელი ადგილობრივ მოსახლეობას. სოფლის ირგვლივ და თვით სოფელში მწვანე მცენარეულობა სურათს კიდევ უფრო ალამაზებს.

დიდი, ლამაზი, ქვით ნაგები ანდრიცენა, რომელიც დღეს სოფლის სახელით არის ცნობილი, ძველად იყო ადგილი უფრო დიდი მოსახლეობით, შთამბეჭდავი სასახლეებით, სახელოსნოებით და მნიშვნელოვანი სავაჭრო ბაზრობით, პირველად ფრანკების პერიოდში, ხოლო თავისი განვითარების პიკს  მე-18 საუკუნეში მიაღწია. ანდრიცენას ქვის სასახლეები და რიყის ქვით მოკირწყლული ბილიკები ქმნიან ლანდშაფტს, რომელიც შეიძლება მიეკუთვნებოდეს არკადიის მთებს, საიდანაც ის არც თუ ისე შორს არის.

სოფელი მნიშვნელოვანი მუზეუმებით

ფოლკლორული მუზეუმები საბერძნეთის ბევრ სოფელში არსებობს, მაგრამ შეიძლება ითქვას ანდრიცენას მუზეუმი გამორჩეულია. იგი განთავსებულია მე-19 საუკუნის შუა ხანებში აშენებულ შთამბეჭდავ სასახლეში და მასპინძლობს ძველი ექსპონატების, სურათებისა და ტრადიციული კოსტიუმების შთამბეჭდავ კოლექციას. აქვე ნახავთ დიდი  ფრანგ-შვეიცარიელი ფოტოგრაფის ფრედ ბოისონასის ფოტოებს, რომელმაც აღბეჭდა საბერძნეთის სოფლის ცხოვრება მე-20 საუკუნის დასაწყისში. ფოტოებს შორის ასევე ვხედავთ ანდრიცენას მთავარ ქუჩას, თუ როგორ გამოიყურებოდა ის 100 ან მეტი წლის წინ.

 

ეპიკურეს აპოლონი და მდინარე ქალის სახელით

ანდრიცენადან დაახლოებით 15 კილომეტრის დაშორებით არის დიდი ზომის  შთამბეჭდავი ტაძარი, აშენებული იმდენად მიუვალ ადგილას, რომ ძნელი წარმოსადგენია, როგორ ახერხებდნენ ძველები მისი მშენებლობისთვის საჭირო მასალის ტრანსპორტირებას. ეპიკურეს აპოლონის ტაძარი 1130 მეტრის სიმაღლეზეა აგებული, ასე რომ, გარდა თავად ტაძრისა, აქედან შესაძლებელია შთამბეჭდავი ხედითაც დატკბეთ. იგი ცნობილია როგორც “პელოპონესის პართენონი”.

მაგრამ ნედას ლამაზმანების სანახავად სპორტით დაკავება აუცილებელი არ არის. ნედას ჩანჩქერამდე ბილიკის უახლოეს პუნქტამდე მგზავრობა შედარებით მარტივია, მიუხედავად ბოლო 5 კმ გრუნტის გზისა, რომელიც არ არის ცუდ მდგომარეობაში. პირველ ჩანჩქერამდე ლაშქრობას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *