Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

შემზარავი კადრები კუნძული ხიოსიდან

შემზარავი კადრები კუნძული ხიოსიდან

შემზარავია კადრები კუნძული ხიოსიდან, რომელსაც პრესა ავრცელებს.

ხანძარი კუნძულის ცენტრს უახლოვდება, ადგილობრივი მოსახლეობა პანიკაშია რადგან საფრთხე არამხოლოდ მათ უძრავ ქონებას, კუნძულის მდიდარ ფლორას და სიმწვანეს ემუქრება, არამედ ადამიანების სიცოცხლესაც.

იწვის კუნძულის როგორც სატყეო ასევე სამეურნეო ნაწილიც. ევაკუირებულია უკვე არაერთი რეგიონი და მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა პასუხისმგებელი ორგანო ხანძრისგან გამოწვეული ნებისმიერი საშიშროების თავიდან ასარიდებლად.

სამოქალაქო დაცვისა და კლიმატური კრიზისის სამინისტრო ხანძრის განზრახ გაჩენის ვარაუდს არ გამორიცხავს. 

შეგახსენებთ, რომ კუნძულ ხიოსზე კვირას, 22 ივნისს, შუადღეს გაჩენილი ცეცხლის ჩასაქრობად ამ დრომდე მუშაობენ მეხანძრეები.

ხანძარს ისევ 3 აქტიური კერა აქვს და ცეცხლი ელვის სისწრაფით ედება მიმდებარე ტერიტორიას. 

სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა აღიოს ღეორღიოს სიკუსისსზე, ვესსასა და დაფნონაზე.

დილის 06:00 საათიდან დაიწყო ვესსადან მოსახლეობის ევაკუაციაც.

გუშინდელი დღიდან კუნძულზე ოფიციალურად საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხანძრის ჩასაქრობად 444 მეხანძრე 85 სახანძრო მანქანით მუშაობს, რომლებსაც 21 მოლაშქრე-მეხანძრეთა დაჯგუფება და 8 ვერტმფრენი ეხმარება. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *