Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

შემზარავი მკვლელობა ტრიკალაში – 18 წლის ბიჭმა საკუთარი დედა გაგუდა

შემზარავი მკვლელობა ტრიკალაში – 18 წლის ბიჭმა საკუთარი დედა გაგუდა

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ტრიკალას ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ უბანში, დღეს შუადღეს, დედას საკუთარი შვილი სიცოცხლეს გამოასალმებდა.

მეზობლები აცხადებენ, რომ მათ ხმაურიც კი არ გაუგიათ დედა-შვილის სახლიდან ისე დაახრჩო 18 წლის ბიჭმა საკუთარი დედა პირსახოცით.

მოწმეები აცხადებენ, რომ დედა-შვილი ხშირად ჩხუბობდა, თუმცა იმ საბედისწერო დღეს მათი სახლიდან ხმაური არ გამოსულა. 

54 წლის ქალი ქმარს გაშორებული იყო და მარტო ცხოვრობდა. მისი 18 წლის ბიჭი მამასთან ერთად ცხოვრობდა და პერიოდულად მიდიოდა დედასთან სტუმრად მის დასთან ერთად. 

დედა-შვილი ხშირად ჩხუბობდა და სწორედ ეს გახდა საზარელი მკვლელობის მიზეზიც. 

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დღეს შუადღეს, ერთ-ერთი ჩვეული ვიზიტის დროს ტელევიზორს უყურებდნენ, როცა ახალგაზრდა ადგა, სააბაზანოში გავიდა, პირსახოცი გამოიტანა და სრულიად მშვიდად შემოახვია დედას ყელზე. 18 წლის ბიჭმა დედა დაახრჩო.

როდესაც დარწმუნდა რომ დედა აღარ სუნთქავდა მშვიდად დარეკა პოლიციაში და დანაშაული აღიარა.

ახალგაზრდას გაქცევა არ უცდია. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *