შემზარავი შემთხვევა სალონიკში – დედა საკუთარ 10 წლის შვილს აკავებდა, რათა მის პარტნიორს გოგონა გაეუპატიურებინა
შემზარავი შემთხვევა სალონიკში – დედა საკუთარ 10 წლის შვილს აკავებდა, რათა მის პარტნიორს გოგონა გაეუპატიურებინა
ჯოჯოხეთის გავლა მოუწია 10 წლის გოგონას დედამისის ხელში, რომელიც მის პარტნიორს ხელს უწყობდა მისსავე შვილზე სექსუალურად ეძალადა.
პოლიციამ 34 წლის რომა (ბოშა) გოგონას დედის მიერ განყოფილებაში შეტანილი საჩივრის შემდეგ დააკავა. 10 წლის გოგონამ დაადასტურა, რომ დედამისის პარტნიორი მასზე ძალადობდა და ასევე განაცხადა, რომ დედამისი ესწრებოდა ყველა სექსუალური ძალადობის ფაქტს და მასზე ფიზიკურად ისევე ძალადობდა, როგორც მისი პარტნიორი.
პოლიციამ დააკავა როგორც 34 წლის კაცი ასევე გოგონას დედაც. სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კაცი მაშინ აიყვანეს, როცა საზღვრის დატოვებას ცდილობდა.
Facebook Comments Box
