შემოდგომამ საბერძნეთში საბოლოოდ შემოაბიჯა – სად უნდა ველოდოთ წვიმას და ქარიშხალს
შემოდგომამ საბერძნეთში საბოლოოდ შემოაბიჯა – სად უნდა ველოდოთ წვიმას და ქარიშხალს
ატმოსფეროში მომატებულია ნალექის რაოდენობა და მოსალოდნელია წვიმა და ადგილობრივი შტორმი საბერძნეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, იონიის კუნძულებზე, მაკედონიაში, თრაკში, ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებზე, თესალიაში, საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში, კუნძულ ევიასა და კრეტაზე.
ამინდის განსაკუთრებით გაუარესება და ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ თესალიაში, კუნძული ევიას ჩრდილოეთ ნაწილში და იონიის ჩრდილოეთ კუნძულებზე.
ტემპერატურა 15 გრადუსიდან 28 გრადუსამდე იმერყევებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
დაუბერავენ 3-5 ბოფორის სიმძლავრის ქარები.
დედაქალაქში შუადღის შემდეგ მოსალოდნელია ნალექის მატება და წვიმა. დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მოსალოდნელია შტორმიც.
საღამოს საათებიდან ამინდი გაუმჯობესდება.
დაუბერავენ 3-4 ბოფორის სიმძლავრის ქარები, ხოლო ტემპერატურა კი 17 გრადუსიდან 28 გრადუსამდე იმერყევებს.