Latest news
მეტრო სადგური დაფნი, აღიოს იოანნის და ნეოს კოზმოსი დღესა 21:40 საათზე დაიკეტება 16 დეკემბერი: რატომ იფიცებიან საჯარო მოხელეები დღეიდან ათენის მოსახლეობა მობილურ ტელეფონებში სამგზავრო ბარათების მიმაგრებას შეძლებს პირეაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში თანამშრომლებმა ალკოჰოლური ნივთიერება 10 არასრულწლოვანს მიყიდეს გეგმიური სამუშაოების გამო მეტროს წითელი ხაზის 3 სადგური დროზე ადრე შეწყვეტს მუშაობას ხალკიდიკი: პოლიციის თანამშრომლები ქრთამის აღებისთვის დააკავეს ფერმერების ბლოკადა გრძელდება - რას ითხოვენ აქციის მონაწილეები კალამატაში შენობაზე გრაფიტით შესრულებული მარია კალასის პორტრეტი მსოფლიოში საუკეთესო <<ფრესკად>> დასა... 16 დეკემბერი: ვინ გაიფიცება ხვალ და იმოძრავებს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი  ვინ არის ბერძენი ესკოპარი, რომელიც ნარკოტიკებით სავსე გემის ფლობისთვის დააკავეს
ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025
საბერძნეთიჯანმრთელობა

შემოდგომა: ყველაფერი რაც თმის ცვენაზე უნდა ვიცოდეთ

შემოდგომა: ყველაფერი რაც თმის ცვენაზე უნდა ვიცოდეთ

შემოდგომასა და გაზაფხულზე სავარცხელზე დარჩენილი თმის რაოდენობა ყველა ქალს აშინებს.

საქმე სეზონებში არ არის. თმის მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს აქტიური ულტრაიისფერი გამოსხივება და ტემპერატურის ცვლილებები. მაგალითად სახლსა და ოფისებში შენარჩუნებული სითბო და გარეთ სიცივე.

სეზონური თმის ცვენის ახსნა შეიძლება იყოს:

• ცილის დეფიციტი,

• რაციონში ცხიმში ხსნადი, წყალში ხსნადი ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი.

მიკროელემენტები აუცილებელია ცილებისგან კერატინის შესაქმნელად.

ვინაიდან თმაზე გავლენას ახდენს ყველაფერი, რაც ორგანიზმში ხდება, აუცილებელია ანთების დონის მონიტორინგი და ინფექციის ქრონიკული კერების აღმოფხვრა.

აქტიური თმის ცვენა შეიძლება დაიწყოს იმის გამო, რომ თმის ფოლიკულები “ცივდება” შემოდგომაზე.

თმის ცვენა ნორმალური მოვლენაა. თუ დღეში 70-100 თმაზე მეტი არ ცვივა, თუ სავარცხელზე მეტია, სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული ზომები.

პირველი რიგში საჭიროა ვიზიტი ტრიქოლოგთან. არ არის გამორიცხული, სპეციალისტთან კონსულტაციის პროცესში გამოვლინდეს ორგანიზმის უფრო სერიოზული შინაგანი პრობლემები, რამაც გამოიწვია თმის ცვენა. თუმცა, თმის სწორი მოვლა ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში შესამჩნევ და ხელშესახებ შედეგს მოგვცემს.

იმისთვის რომ შეამციროთ თმის ცვენა აუცილებელია მიჰყვეთ გარკვეულ წესებს:

1. უფრო ხშირად იარეთ ფეხით, განსაკუთრებით მზიან ამინდში. თმაზე უარყოფითად მოქმედებს ულტრაიისფერი გამოსხივების როგორც სიჭარბე, ასევე დეფიციტი.

2. შეეცადეთ მიირთვათ კალციუმის შემცველი საკვები – ყველი, რძის პროდუქტები, თევზი. გაზარდეთ ცილის რაოდენობა თქვენს დიეტაში. 

ცილის დეფიციტით, ფოლიკულები ადვილად ზიანდება და წარმოქმნის თხელ და სუსტ ღეროებს.

ასეთი თმა ადვილად ცვივა. 

3. არ გახვიდეთ გარეთ ქუდის გარეშე ცივ ამინდში. ტემპერატურის მერყეობისგან სისხლძარღვების მკვეთრად შევიწროვების ან გაფართოების გამო ირღვევა კანში სისხლის მიმოქცევა და თმის ფოლიკულების კვება.

4. არ გაცივდეთ. გაუფრთხილდით საკუთარ თავს: ნებისმიერი დაავადება არის დარტყმა მთელ სხეულზე, მათ შორის ფოლიკულებზე.

5. გამოიყენეთ კანის მოვლის საშუალებები ცილებით, კოლაგენით, კერატინით. ისინი ხელს უწყობენ თმის გაძლიერებას; და ნუ უგულებელყოფთ მოვლის პროცედურებს, რომლებიც აუმჯობესებენ მიკროცირკულაციას (მასაჟები, კანის პილინგი სალონებში და სახლის კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება).

7. არ დაიბანოთ თმა ძალიან ცხელი წყლით. ის აშრობს თავის კანს, რაც ხელს უწყობს ქერტლის წარმოქმნას. უმჯობესია გამოიყენოთ საშუალო ტემპერატურის წყალი, ხოლო დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლეთ გრილი წყალი.

8. გამოიყენეთ შამპუნები ინტენსიური აღდგენით, დამატენიანებლები და ზეთები, თუ თმა მშრალია, შეთხელებული, და გაყოფილი ბოლოები გამოჩნდა. გრძელი თმა ხშირად ცხიმიანია ძირებში, მაგრამ მშრალი ბოლოებში, ამიტომ მას სჭირდება ეტაპობრივი მოვლა.

9. მიიღეთ სპეციალურად თმისთვის შექმნილი ვიტამინის კომპლექსები. ისინი შეიცავს მცენარეულ კომპონენტებს, დიდი რაოდენობით თუთიას, კალციუმს, რაც ხელს უწყობს თმის გაძლიერებას და ზრდას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *