შემოსავლების სამსახურმა 43 000 არასრულწლოვანს ავტომატურად მიანიჭა ΑΦΜ
შემოსავლების სამსახურმა 43 000 არასრულწლოვანს ავტომატურად მიანიჭა ΑΦΜ
საბერძნეთის შემოსავლების სამსახურმა 42 975 არასრულწლოვანს ავტომატურად მიანიჭა საგადასახადო სამსახურში რეგისტრაციის ნომერი (ΑΦΜ).
შეგახსნებთ, რომ არასრულწლოვნებისთვის ΑΦΜ-ის მინიჭების პროცედურები 2023-2024 წლებშიც განხორციელდა და ამ დროინდელი მონაცემებით ΑΦΜ-ის მფლობელთა არასრულწლოვნების რაოდენობა უკვე 1 169 000-ს უტოლდება.
იმ არასრულწლოვნების მშობლებს, რომლებსაც მიენიჭათ საგადასახადოს კოდი:
- საშემოსავლო სამსახურიდან დაეგზავნათ შეტყობინებები როგორც email-ზე, ასევე მათ ელექტრონულ საგადასახადო პლატფორმის გვერდზე myAADE, პირად შეტყობინებებში: Τα Μηνύματά μου.
მშობლებს შეუძლიათ შვილების ΑΦΜ გადაამოწმონ საგადასახადო პლატფორმის გვერდიდან myAADE: Μητρώο & Επικοινωνία > Βεβαιώσεις Μητρώου > Τρέχουσα Εικόνα Φυσικού Προσώπου შემდგომ აირჩიონ: «Σχέσεις Φυσικού Προσώπου».
ΑΦΜ-ის ავტომატურად მინიჭების შედეგად მშობლებს და მეურვეებს აღარ მოუწევთ შემოსავლების სამსახურში განცხადების გაკეთება.
