შენობის სახურავზე ასული ასაკოვანი ქალი თავის მოკვლით იმუქრებოდა
შემთხვევა დღეს(26.3.) ნაშუადღევს სალონიკში, დეპოს დასახლებაში მოხდა.
დაახლოებით 60 წლის ქალბატონი ახლად აღმართული შენობის მე-7 სართულზე ავიდა და გადმოვარდნით იმუქრებოდა.
შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, სახანძრო სამსახური და პოლიცია.
არსებობდა საშიშროება რომ ქალი მუქარას შეასრულებდა, ამიტომ სახანძრო სამსახურმა შენობასთან სპეციალური ლეიბები გაშალა.
დაძაბულობა 5საათის მანძილზე გაგრძელდა, სპეციალურმა მომლაპარაკებელმა- ფსიქოლოგმა, რომელიც მასთან ავიდა და თითქმის ერთი საათის მანძილზე ესაუბრებოდა, დაარწმუნა ის, რომ გაყოლოდა და კორპუსის მე-7 სართულიდან ჩამოიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით ამ დროისათვის ქალბატონი კარგად არის, სრული კომუნიკაცია აქვს პოლიციასა და სახანძრო სამსახურის თანამშრომლებთან.
მიზეზი, თუ რატომ ჩაიდინა მან აღნიშნული ქმედება, ჯერჯერობით უცნობია.
