შესაძლებელია თუ არა შრომის ბაზრის ისე დარეგულირება, რომ დასაქმებულის უფლებების დარღვევა არ მოხდეს
შესაძლებელია თუ არა შრომის ბაზრის ისე დარეგულირება, რომ დასაქმებულის უფლებების დარღვევა არ მოხდეს
ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც კანონმდებლობა გვთავაზობს, თითქოს ადამიანების უფლებების დასაცავდ არის მიმართული, მაგრამ რეალურად, ხშირ შემთხვევაში დიდ ბიზნესებს უფრო რგებს.
შრომის სამინისტროს ახალი ინიციატივა ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით რომელსაც წარუდგენს სამუშაო საათების მოქნილობის გაზრდისა და ექსპრეს დაქირავების პროცედურების გამარტივების მიზნით მინისტრთა კაბინეტს თითქოს დასაქმებულთათვის ბენეფიტურია, მაგრამ რამდენად მუშაობს უმცირესობისთვის ამას მხოლოდ პრაქტიკა გვანახებს.
შრომის მინისტრის განცხადების თანახმად ცვლილებები, რომლებიც აღნიშნული კანონპროექტით გატარდება, მიზნად თანამშრომლების უფლებების დაცვას და ბიზნესის საჭიროებების დაკმაყოფილებას ისახავს.
კანონპროექტის ძირითადი დებულებები შემდეგია:
- სამუშაო განრიგის კვირიდან წლამდე გაწერა – დასაქმებულებს ეძლევათ ოთხდღიანი სამუშაო კვირით სარგებლობის შესაძლებლობა არა მხოლოდ 6 თვით არამედ მთელი წლის განმავლობაში. აღნიშნული ცვლილება სამუშაო განრიგში ხდება თანამშრომლისა და დამსაქმებლის შეთანხმების შემდეგ და ემსახურება როგორც დასაქმებულს (ძირითადად მშობლებს), რომელსაც პირადი პასუხისმგებლობები აქვს, ასევე დამსაქმებელს პიკის საათებში ბიზნესის საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილებისთვის. აღნიშნული მეთოდით გარიგების მხარეებს შეუძიათ გაზარდონ და შეამცირონ დღიური სამუშაო საათები, მთავარია არ იქნას დარღვეული კვირის ჯამის 40 საათიანი განრიგი.
- ექპსტრეს დაქირავება – დაჩქარებული პროცედურებით და მობილური აპლიკაციითაც კი შეძლებენ დამსაქმებლები მომსახურე პერსონალის აყვანას. აღნიშნული დებულება განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება საგანგებო სიტუაციებში როგორიცაა არდადეგების პერიოდი, შაბათ-კვირა, დღეები როცა იზრდება მომხმარებელთა მომსახურების საჭიროება ძირითადად კვების ობიექტებსა და სასტუმროებში.
- 13 საათიანი მუშაობის უფლება ერთსა და იმავე დამსაქმებელთან – შეგახსენებთ, რომ ძველი რეგულაციით დასაქმებულს შეეძლო ემუშავა დღეში მაქსიმუმ 13 საათი 2 სხვადასხვა დამსაქმებელთან. 8 საათი (სრული განაკვეთი) ერთთან, ხოლო 5 (ნახევარი განაკვეთი) მეორესთან.
- ზეგანაკვეთური სამუშაოები ცვლებში – აღნიშნული რეგულაცია საშუალებას მისცემს ცვლებში მომუშავეებს საჭიროების შემთხვევაში დამატებითი საათები იმუშაონ. თითოეული ზეგანაკვეთური საათისთვის დასაქმებული მიიღებს 40%-ით მეტ საათობრივ ანაზღაურებას.
შეგახსნებთ, რომ დღევანდელი რეგულაციის მიხედვით დასაშვებია მხოლოდ 1 ზეგანაკვეთური საათი 20%-იანი საათობრივი ანაზღაურებით და 3 ზეგანაკვეთური საათი განსაკუთრებულ შემთხვევებში სპეციალური ნებართვით 40%-იანი ანაზღაურებით. მთავარი წინაპირობა კი არის ის, რომ წლიურად არ გადააჭარბოს 150 ზეგანაკვეთურ საათს. - საზაფხულო შვებულება – ახალი კანონპროექტის მიხედვით დასაქმებულს შეუძლია თავად გადაანაწილოს კუთვნილი შვებულების დღეები, თუმცა აუცილებელი იქნება დამსაქმებლის თანხმობაც.
