Latest news
სავარაუდოდ გულმა დაარტყა - განაცხადა 45 წლის კაცის შვილმა, რომელიც ათენის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით... დაკავებული ციხის ოფიცერს თავს დაესხა და ყელში დაჭრა 25 მარტთან დაკავშირებით საბერძნეთის გზებზე გადაადგილებას საგზაო პოლიცია განსაკუთრებით გააკონტროლებს მომდევნო კვირიდან ტემპერატურა ისევ მოიმატებს ფთიოტიდა: ღორღოპოტამოსის ხიდზე კაცის ცხედარი იპოვეს ოთხშაბათი კვირის ყველაზე ცივ დღედ დასახელდა ათენი-კორინთოს ეროვნულ გზატკეცილზე მიმავალ სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა 9 აპრილს საჯარო მოხელეები გაიფიცებიან ორჯერ უვადო პატიმრობა მიესაჯა რულა პისპირინგუს, რომელიც საკუთარი შვილების მკვლელობაში ბრალდებულად სც...
ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
საბერძნეთი

შეტყობინება მაშველებისგან: ორგანიზებული პლაჟები უსაფრთხოა

იმის გათვალისწინებით, რომ წელს ზღვის სეზონის გახსნასთან ერთად სანაპიროებზე უბედურ შემთხვევათა რიცხვმა საგრძნობლად იმატა და ბოლო 24 საათში ასეთი 9 შემთხვევა დაფიქსირდა, საბერძნეთის მაშველთა ეროვნული სკოლის ხელმძღვანელმა, სტილიანოს ცალიკიმ ისაუბრა ორგანიზებულ პლაჟებზე მაშველების როლზე და უსაფრთხოების ზომებზე, რომელსაც ისინი უზრუნველყოფენ სანაპიროებზე.

მაშველის ყოფნა სანაპირო მონაკვეთზე უმნიშვნელოვანესია, ის აფასებს სიტუაციას და საჭიროების შემთხვევაში, უმნიშვნელო დაბრკოლების დროსაც კი ეხმარება მობანავეებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული უბედური შემთხვევა.

როგორც ის აღნიშნავს,  წელს ივნისიდან, როდესაც სეზონი დაიწყო, მაშველთა ეროვნული სკოლის მაშველებმა უკვე მიაღწიეს 30 ოფიციალურ წარმატებულ გადარჩენას.

პლაჟებზე უსაფრთხო ცურვის ინსტრუქციების და რჩევების მიცემისას ბატონი ცალიკი აღნიშნავს, რომ საკვების მიღების ნორმები ძალიან მნიშვნელოვანია.

„არ არის რეკომენდირებული სადილობის შემდეგ ზღვაში შესვლა, სასურველია მხოლოდ ორსაათნახევრის შემდეგ, გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია მხოლოდ  მსუბუქი საკვები ან ხილი.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საკმარისი ოდენობით წყლის მიღება, მზისგან დამცავი საშუალებები, რომელიც ყოველ 20 წუთში უნდა განვაახლოთ.

მოწყვლადი ჯგუფებისთვის, ხანდაზმულებისთვის ან სამედიცინო ისტორიის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც იღებენ მედიკამენტებს, ბ-ნი ცალიკი ხაზს უსვამს, რომ ზღვაზე გასვლისთვის საუკეთესო დროა დილა ან შუადღის შემდეგ, ანუ შუადღის 12-დან 4 საათამდე სანაპიროზე გასვლისგან მათ თავი უნდა შეიკავონ.

”ყოველთვის შეამოწმეთ თქვენი  სანაპირო, არის თუ არა მაშველი კოშკში და შეხედეთ დროშებს.  დროშა სამი ფერია: მწვანე, ყვითელი და წითელი.

მწვანე დროშა: ნიშნავს, რომ სანაპიროზე ცურვა თავისუფალია.

ყვითელი დროშა: ნიშნავს პრობლემას, როგორიცაა ამინდის პირობები ან გარკვეული დაბინძურება.

წითელი დროშა: ზღვაში საერთოდ არ უნდა შევიდეთ, ეს ნიშნავს, რომ სანაპიროზე გარკვეული საფრთხეა.”- განმარტავს ის.

მაშველთა ეროვნული სკოლის ხელმძღვანელის თქმით, ყველას შეუძლია გახდეს მაშველი ვინც ცურვა იცის, ამისათვის საჭიროა მათ გაიარონ სპეციალური 15 დღიანი მოსამზადებელი კურსი მაშველთა ეროვნულ სკოლაში.

კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, რასაც მოჰყვება სასკოლო გამოცდები, რის შემდეგაც მსურველი ეუფლება მაშველის პროფესიას, რისი დეფიციტიც დღესდღეობით დიდია.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *