Latest news
როდოსი: სასტუმროს რესტავრაციისთვის მიშენებული ხარაჩოები ჩამოინგრა და 20-ზე მეტი ავტომანქანა დააზიანა პოლიხნი: საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 არასრულწლოვანი დაშავდა დღეიდან ატმოსფეროში თბილი ჰაერის მასების შემოდინება დაიწყება საზარელი შემთხვევა ზოღრაფუზე - წყვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ვორიდის: არალეგალმა ემიგრანტებმა უნდა გააცნობიერონ რომ მათთვის საბერძნეთის კარი ღია არ არის კატო ახაია: 2 თვის ჩვილს მენინგიტი დაუდგინდა - პაციენტის მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება სალონიკი: დააკავეს 46 წლის ტაქსის მძღოლი, რომელმაც აეროპორტიდან 57 წლის მგზავრის ჩანთა მოიპარა სავარაუდოდ გულმა დაარტყა - განაცხადა 45 წლის კაცის შვილმა, რომელიც ათენის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით... დაკავებული ციხის ოფიცერს თავს დაესხა და ყელში დაჭრა
ხუთშაბათი, მარტი 20, 2025
მსოფლიო

შვედეთი: ავარია გასართობ პარკში ატრაქციოზე-დაღუპულია ერთი ადამიანი

შვედეთის დედაქალაქ  სტოკჰოლმში, დღეს შუადღეს, ერთ -ერთ გასართობ პარკში საშინელი შემთხვევა მოხდა,  ატრაქციონის ვაგონი რელსებიდან გადავიდა და დიდი  სიმაღლიდან ჩამოვარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე შვიდი კი  დაშავდა, მათ შორის არიან  ბავშვები.

გავრცელებული ინფორმაციით ვაგონში სულ 17 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან სამის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, დანარჩენმა სამმა ბავშვმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.

თვითმხილველების თქმით, დიდი სიჩქარის გამო ვაგონის ბორბლები რელსებს ასცდა და ლიანდაგიდან გადავიდა, შემდეგ კი ქვემოთ დაცურდა და საბოლოოდ ძირს დაეცა.

შვედმა ჟურნალისტმა, რომელიც ოჯახთან ერთად ეწვია გასართობ პარკს და შემთხვევით იმყოფებოდა ავარიის ადგილზე, თქვა, რომ ავარიამდე მეტალის ხრჭიალის ხმა გაიგონა  და შენიშნა, თუ როგორ ირყეოდა მეტალის კონსტრუქცია.

გასართობ პარკში სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანები დაუყოვნებლივ  მივიდნენ, პოლიციამ კი შემთხვევის გამომწვევი მიზეზების გამოძიება დაიწყო, რაც ამ დრომდე გაურკვეველია.

გრონა ლუნდის გასართობ პარკს, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, 140 წლიანი ისტორია აქვს. ავარიის შემდეგ ის დროებით დაიხურა.

ატრაქციონი გაიხსნა 1988 წელს და ბოლოს განახლდა 2000 წელს.  ეს არის ვაგონი,რომელიც  დადის ფოლადის რელსებზე 90 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სიმაღლე 30-დან  800 მეტრამდე აღწევს.

იგი ყოველწლიურად მილიონზე მეტი ადამიანს მასპინძლობს, ნათქვამია გასართობი პარკის ვებგვერდზე.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *