Latest news
ამალიადა: ციპუროს დიდი ოდენობით მიღების შემდეგ 12 წლის ბიჭი საავადმყოფოში მოათავსეს პატრა: 14 წლის გოგონამ თანაკლასელს ხელი ჰკრა - დაცემის შედეგად სკოლის მოსწავლემ თავი დაარტყა კიფისო: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 პირი დაშავდა გლიფადა: გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 7 კაციანი დანაშაულებრივი დაჯგუფება მუშაობდა 2 თურქეთის მოქ... სალონიკი: 16 წლის ბიჭი სკოლის წინ ხუთმა თანატოლმა უმოწყალოდ სცემა მონემვასია: მოულოდნელად გაჩენილმა ხანძარმა 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ედესა: სასამართლოს წინაშე წარდგება 34 წლის კაცი, რომელმაც შეყვარებული უმოწყალოდ სცემა საშემოდგომო ამინდები საბერძნეთში: ატმოსფეროში ნალექის რაოდენობა საგრძნობლად იკლებს ათენში დილა საცობებით დაიწყო როდოსი: სკოლის დირექტორი იხსენებს სახიფათო Superman-ის გამოწვევას, რომლის შედეგადაც 13 წლის ბიჭი მძი...
ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
საბერძნეთისაზოგადოება

შთამბეჭდავი კადრები პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ეზოდან სადაც საბერძნეთის მოსახლეობა აჯანყების 51-ე წლისთავის აღსანიშნავად შეიკრიბა

შთამბეჭდავი კადრები პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ეზოდან სადაც საბერძნეთის მოსახლეობა აჯანყების 51-ე წლისთავის აღსანიშნავად შეიკრიბა

1973 წელს მომხდარი, იმ საბედისწერო დღის შემდეგ, რომელმაც უამარავი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა, თუმცა ამავდროულად საძირკველი გამოუთხარა დემოკრატიის სამშობლოში უსამართლოდ გაბატონებულ სამხედრო დიქტატურას, ყოველ 17 ნოემბერს საბერძნეთის მოქალაქეები ათენის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში იკრიბებიან, რათა სამხედრო დიქტატურის წინააღმდეგ სისხლიანი სტუდენტური აჯანყების წლისთავი აღნიშნონ.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმაც გააკეთა ფეისბუკ მიმართვა: “მესიჯს, რომელსაც ეს ისტორიული დღე აგზავნის, ჟამთა სვლა ვერაფერს აკლებს. პირიქით, ეს დღე არის პროგრესის სიმბოლო და სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ 51 წლის შემდეგაც ერთად დადგომას, არ ვკარგავთ ერთმანეთის რწმენას და იმედს უკეთესი მომავლისთვის.”

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *