შთამბეჭდავი კადრი-ამერიკული “მონსტრი” თვითმფრინავი ხიდზე გადადის და აეროპორტისკენ მიემართება
ინტერნეტში აქტიურად ვრცელდება TikTok-ზე გამოქვეყნებული შთამბეჭდავი კადრები, სადაც ჩანს, რომ გიგანტური ზომის “მონსტრი” თვითმფრინავი გადადის ხიდზე “ატიკი ოდოსზე”, რომელიც მიემართება ელეფთერიოს ვენიზელოს აეროპორტისკენ.
ეს არის ამერიკული გადამზიდავი თვითმფრინავი C-5 Galaxy. ამ ტიპის თვითმფრინავების ჩამოსვლა ხშირია ვენიზელოს აეროპორტში მომარაგების ან ტექნიკური მიზეზების გამო, ან ნატოს წვრთნების კონტექსტში .
C-5-ის ხიდზე გადასვლის პროცესი იყო აბსოლუტურად უსაფრთხო, რადგან ხიდი რომლითაც ამერიკული გადამზიდავი გადიოდა, აშენებულია ყველა საჭირო სპეციფიკაციის დაცვით, ისე რომ მასზე გავლა შეუძლია თვით მსოფლიოში ყველაზე დიდ გადამზიდ ავიალაინერს “Antonov”-ს, რომელიც გამოიყენება მძიმე და ძალიან დიდი ზომის ტვირთების გადასაზიდად.
C-5 Galaxy შექმნილი და წარმოებულია კომპანია Lockheed-ის მიერ და მსოფლიოში ყველაზე დიდი სამხედრო თვითმფრინავების რიგს განეკუთვნება.