შოკის მომგვრელი იყო სცენა, რაც ჩვენს თვალწინ განვითარდა – აცხადებს პალეო ფალიროში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველი
შოკის მომგვრელი იყო სცენა, რაც ჩვენს თვალწინ განვითარდა – აცხადებს პალეო ფალიროში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველი
სამშაბათს პალეო ფალიროში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინ, როცა გარდაცვლილის მეუღლე მძღოლის გამოცდილებასა და სიფრთხილეზე საუბრობს, თვითმხილველები სხვა ფაქტებზე საუბრობენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთმა თვითმხილველმა გამნაცხადა: “ღამის 22:17 საათი იყო, სასეირნოდ გავედი მოტოციკლეტით პოსიდონოსის გამზირზე. ჩემს წინ კიდევ ორი მოტოციკლეტი მიდიოდა. საკმაოდ სწრაფად დაიწყეს სვლა. ერთ-ერთი ძალიან სწრაფად მიდიოდა, სიჩქარის გამო მის წინ მიმავალ მოტოციკლეტს დაეჯახა, რომელიც ჩვეულებრივი სიჩქარით გადაადგილდებოდა. შეჯახების შედეგად მოტოციკლეტი რომელსაც დაეჯახნენ ამოყირავდა, მძღოლს შარვალი არ ეცვა, ამიტომ ფეხზე დაზიანება მიიღო. ფეხები დაეწვა, თუმცა ჩაფხუტი ეკეთა და არ დაშავებულა მძიმედ. გადარჩა. თუმცა მოტოციკლეტისტმა რომელიც ჩვეული სიჩქარით მიმავალ მოტოციკლეტს დაეჯახა სიჩქარეს უმატა, არ ვიცი რა იფიქრეს.. ალბათ იფიქრეს რომ გარდაიცვალა ადამიანი, რომელსაც შეეჯახნენ და მიმალვა სცადეს. ძალიან სწრაფად წავიდნენ და სწორედ ამ დაუდევრობის გამო დაკარგეს სიცოცხლე. იფიქრეს რომ ვიღაც მოკლეს, მაგრამ ამ დროს თავად დაშავდნენ სასიკვდილოდ. სრული შოკი მაქვს.”
