Latest news
ნეოს კოზმოს: საცხობი ფერფლად იქცა ჩრდილოეთ მაკედონიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 პირი მძიმედ დაშავდა ექსპერტიზის შედეგად 21 წლის იოჰანის გარდაცვალების მიზეზი დადგინდა ტრაგედია კასტორიაში: მოხუცებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ავტოსაგზაო შემთხვევა კიფისოზე: 8 ავტომანქანის შეჯახების შედეგად 7 მგზავრი დაშავდა პოლიცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში - რა უნდა ვიცოდეთ  ამინდის უეცარი ცვლილება ორგანიზმზე შეიძლება ცუდად აისახოს მეტროსადგურ პერისოზე 21 წლის ბიჭი ძარცვის მცდელობისთვის დააკავეს სანაპიროებიდან ისევ მთიან კურორტებზე - ხვალიდან ტემპერატურა რადიკალურად იცვლება სამშაბათიდან ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს 
ორშაბათი, მარტი 17, 2025
საბერძნეთი

შრომის სამინისტროს მიერ მიღებული გადაუდებელი ზომები მუშაკების დასაცავად მოსალოდნელი კლიმატური ფენომენის პირობებში მუშაობისას

მომდევნო დღეებში მოსალოდნელი ძლიერი სიცხისგან დასაქმებულ პირთა დასაცავად, რომელიც სავარაუდოდ ექვს დღეს გასტანს,  შრომის სამინისტრო გადაუდებელ ზომებს მიმართავს  და გეგმავს შესაბამისი ღონისძიებების ამოქმედებას მაღალი ტემპერატურის პირობებში მუშაობის დროს მათ დასაცავად.

აღნიშნული ღონისძიებები ითვალისწინებს ცვლილებებს სამუშაო დროის ორგანიზებაში და სპეციალურ დებულებებს გარე სამუშაოების შესრულებაზე. ასევე რეკომენდებულია დისტანციური მუშაობის ფორმატი მაღალი რისკის ჯგუფების წარმომადგენლებისთვის.

ღონისძიებები უკვე შედის შრომის სამინისტროს ცირკულარში, რომელიც მკაცრი რეკომენდაციებით მიმართავს დამსაქმებლებს მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა თავიდან ააცილონ მუშაკებს ძლიერი თერმული დატვირთვა.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ პროგნოზირებულია ტემპერატურის ძლიერი მატება ოთხშაბათიდან (12-7-2023) და გაგრძელდება დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე. აღნიშნული კლიმატური ფენომენი იღებს სახელს “CLEON” და ხასიათდება  განსაკუთრებით საშიშ სითბურ ფენომენად, რომლის ფარგლებშიც რეკომენდებულია შემდეგი :

სამუშაო ადგილზე, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვის კონტექსტში, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დამსაქმებლებს მიმართავს მკაცრი რეკომენდაციით, მიიღონ აუცილებელი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები  არსებული კანონმდებლობის ფარგლებში და შეამცირონ დასაქმების საათობრივი განაკვეთი, ან  შეჩერონ სამუშაო პიკური ტემპერატურის საათებში (12.00 – 17.00) ყველგან, სადაც ეს ჩაითვლება საჭიროდ, მაღალი ტემპერატურის პირობებში სითბური სტრესის თავიდან ასაცილებლად.

ზომები, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული სითბური სტრესის პირობებში მუშაობისას, მოიცავს შემდეგს:

საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი თავსაბურავით უზრუნველყოფა და მათი გამოყენება ყველგან, სადაც არ არის საჭირო დამცავი ჩაფხუტები. ასევე კანის დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფა.

შესვენებისთვის დაჩრდილული ადგილის შერჩევა-კონფიგურაცია. დაჩრდილული ტერიტორიის კონფიგურაცია ან სამუშაოს შესასრულებლად შესაფერისი გარემოს შექმნა, სადაც ეს შესაძლებელია.

სამუშაოების დაგეგმვა ისე, რომ ყველაზე დატვირთული (მაგ. ასფალტის საფარის დაგების) სამუშაოები შესრულდეს იმ საათებში, როდესაც ტემპერატურა დაბალია.

დასაქმების შემცირება ან შეჩერება 12.00-დან 17.00 საათამდე პერიოდში. პერსონალის გრილი სასმელი წყლით უზრუნველყოფა(10-15 °C).

მუშაკებისთვის , რომლებიც მიეკუთვნებიან მაღალი რისკის ჯგუფებს, რეკომენდებულია, სადაც ეს შესაძლებელია სამუშაოს ბუნებიდან გამომდინარე, მუშაობის დისტანციურ ფორმატზე გადასვლა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *