შურისძიების მიზნით სიძემ სიდედრი სარდაფში გამოკეტა
შურისძიების მიზნით სიძემ სიდედრი სარდაფში გამოკეტა
სასამართლომ ცხრა თვიანი პატიმრობა შეუფარდა მამაკაცს, რომელმაც საკუთარი სიდედრი სარდაფში ჩაკეტა შურისძიების მიზნით. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისა და მუქარის გამო.
აღნიშნული შემთხვევა სალონიკში პარასკევს მოხდა. ბრალდებულის სიდედრის საჩივრისთ თანახმად სარდაფში მეორე სართულის საცხოვრებელი ბინიდან, სადაც თვითონ ცხოვრობს, თვითონ ჩავიდა, რადგან სარდაფს იყენებდა დამხმარე სივრცედ.
“თვალი შევავლე პირველ სართულზე ბინას, სადაც ჩემი სიძე ცხოვრობს და შემდეგ ჩემი გასაღებით გავაღე სარდაფის კარი. სარდაფში შესვლიდან რამდენიმე წუთში გავიგე კარის მიჯახუნების ხმა და ჩემი სიძის ხმა: “მანდ დალპები!” “ეხლა ნახავ რაც დაგემართება!” მალევე გავიგე, რომ საკუთარი სახლის კარი მიიჯახუნა და მივხვდი, რომ განერვიულებული იყო.”
კითხვაზე თუ რა მიზეზით გააკეთა სიძემ მსგავსი რაღაც განაცხადა, რომ დაძაბული ურთიერთობა აქვთ ოჯახური მიზეზების გამო, რომლებიც მის ქალიშვილსა და სიძეს უკავშირდება.
“20 წუთი ვაბრახუნე შიგნიდან, რომ კარი ვინმეს გაეღო. ვყვიროდი და შველას ვითხოვდი. ძალიან შემეშინდა. კიდევ კარგი, რომ ჩემმა მეუღლემ გაიგო ჩემი ხმა და კარი გამიღო.”