Latest news
კრეტა: ძლიერმა ქარმა კუნძულზე სათბურები მიწასთან გაასწორა სალონიკი: პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 33 წლის კაცი დააკავეს შთამბეჭდავი სანახავია თეთრად შემოსილი პელოპონისო და სალონიკის მთიანი ნაწილი ტაქსის მძღოლები დღესაც აგრძელებენ გაფიცვას კერნიკის ეროვნულ პარკში 23 მეტრის სიმაღლი 1074 წლის ხე დგას  21 იანვარი: უამინდობის ფენომენის გამო სასწავლო პროცესი ოფიციალურად შეწყდა ბარომეტრი საბერძეთის საზამთრო სეზონისთვის შეუფერებლად დაბალ ტემპერატურას აჩვენებს ტაქსის მძღოლები ისევ 48 საათიან გაფიცვას აცხადებენ ევია: დიდთოვლობის გამო დირფისის კურორტისკენ მიმავალ გზაზე 2 ახალგაზრდა გაიჭედა მოსწავლემ სკოლაში ხანძარი გააჩინა
ოთხშაბათი, იანვარი 21, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ჩამონგრეულმა კედელმა სტუდენტის სიცოცხლე იმსხვერპლა – ბრალდებულებს სასამართლომ პირობითი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ჩამონგრეულმა კედელმა სტუდენტის სიცოცხლე იმსხვერპლა – ბრალდებულებს სასამართლომ პირობითი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

22 წლის სტუდენტის, ნიკოლას ბიცაკისის გარდაცვალების საქმეზე წარმოებული პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესი გუშინ დასრულდა. ბიცაკისი 2022 წლის თებერვალში ლარისაში, ასკლიპიუს ქუჩაზე მიტოვებული შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა.

ლარისას სამწევრიანმა სასამართლომ ქონების მესაკუთრე და ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დამნაშავედ ცნო, პირველს 2 წლითა და 2 თვით, ხოლო მეორეს 20 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, და ორივეს სასჯელი 3 წლიანი პირობითით ჩაანაცვლა.

სასჯელის გამოცხადებამ სასამართლო დარბაზში აჟიოტაჟი გამოიწვია, ნიკოლასის მშობლებმა განაცხადეს, რომ სასამართლომ ვერ გაიაზრა დანაშაულის სიმძიმე და სათანადოდ არ აგებინა პასუხი დამნაშავეებს.

გარდაცვლილის მამამ პროცესის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც დაგმო სასამართლოს გადაწყვეტილება: “დღეს სირცხვილიც კი შეარცხვინეს. აბსურდის თეატრში სამართლიანობად წოდებული ბოლო მოქმედება დასრულდა და უსამართლობამ გაიმარჯვა.” მანოს ბიცაკისმა იქვე განაცხადა, თუ როგორ მარტო გრძნობდა თავს სისტემის წინააღმდეგ, რომელსაც არ ადარდებს დაკარგული ბავშების სიცოცხლეები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *