ჩემს შვილებს წაართვა შესაძლებლობა ურთიერთობა ჰქონოდათ მამასთან – აცხადებს პოლონელი ლექტორის მეუღლე
ჩემს შვილებს წაართვა შესაძლებლობა ურთიერთობა ჰქონოდათ მამასთან – აცხადებს პოლონელი ლექტორის მეუღლე
43 წლის ნადია კატეგორიულად უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ უდანაშაულოა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მისი ამჟამინდელი პარტნიორი მისი ყოფილი მეუღლის მოკვლას აპირებდა.
ჩვენებაში განაცხადა, რომ მისი ყოფილი მეუღლე ალკოჰოლიკი იყო, არ ჰქონდა ბავშვებთან ახლო ურთიერთობა და ერთხელ მასზე ძალადობაც კი სცადა. მიუხედავად ამისა ის მაინც ცდილობდა ბავშვებს ურთიერთობა შეენარჩუნებინათ მამასთან, თუმცა ზომიერების ფარგლებში. მან ყველა ზომას მიმართა იმისთვის, რომ მამას არ ჰქონოდა ბავშების ამერიკაში წაყვანის უფლება, რადგან მისი ამჟამინდელი პარტნიორი ნარკოტიკებს მოიხმარს.
ბრალდებულის მიერ მიცემულმა ჩვენებამ პროკურორი ვერ დაარწმუნა, შესაბამისად მისი დროებით პატიმრობაში დატოვების განკარგულება გასცა. მიუხედავად ამისა მოკლულის ყოფილი მეუღლე მაინც ირწმუნება, რომ არ ჰქონდა მისი მკვლელობის მიზეზი: “ჩემს შვილებას მამასთან ურთიერთობის შესაძლებლობა წაართვა. მე კი მაიძულა თავი ვიმართლო იმის გამო, რასაც არასდროს ჩავიდენდი.” – აცხადებს ბრალდებული მის ამჟამინდელ პარტნიორთან დაკავშირებით.
