ჩვენ გვაქვს სრული უფლება მოვითხოვოთ ექსჰუმაცია – აცხადებს მარია კარისრიანუ
ჩვენ გვაქვს სრული უფლება მოვითხოვოთ ექსჰუმაცია – აცხადებს მარია კარისრიანუ
22 წლის დენისის, რომლის სიცოცხლეც ტემბიში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა, მამის, პანუ რუცის გვერდით დგას აქციებზე მარია კარისტიანუც, რომელმაც მას შემდეგ, რაც რუცი მხარდაჭერის გამოსახატად გულში ჩაიხუტა, განაცხადა, რომ წარმოუდგენელია ხელს უშლიდნენ მშობელს იმის დადგენაში დაკრძალა თუ არა მისი შვილი:
“დამისახელეთ ერთი ევროპული ქვეყანა მაინც, სადაც მშობელს, რომელსაც სახელმწიფომ შვილი მოუკლა, სჭირდება გამოაცხადოს შიმშილობა, რათა მოიპოვოს ექსჰუმაციის უფლება. ამ შემთხვევაში არამხლოდ უფლებაზე, არამედ მოვალეობაზეც ვსაუბრობთ, რადგან უნდა ვიცოდეთ ვინ დავმარხეთ. მოვითხოვთ გაგვცენ პასუხი რატომ არ სურთ კონკრეტულ პოლიტიკურ პირებს გადავამოწმოთ ნამდვილად მოგვცეს თუ არა ჩვენი შვილების სხეულიები დასაკრძალად.”
